"სექტემბერში 1000-ზე მეტ საჯარო სკოლაში I და II კლასებში ბავშვები ფეხბურთს უფასოდ შეისწავლიან"

AutoSharing Option
მიმდინარე წლის სექტემბერში, ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვებს ფეხბურთის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სპორტის მასწავლებლები ამ მიმართულებით სამუშაოდ უკვე გადამზადდნენ.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, 2018 წლიდან დაიწყება ასევე ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა.

"სექტემბერში ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვები უფასოდ შეძლებენ ფეხბურთის შესწავლას. სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ ამისთვის. მეორე უფრო დიდი პროექტის პრეზენტაცია იგეგმება წლის ბოლოსთვის, რათა უფრო დიდ ასაკში ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა
მოხდეს და აღნიშნული პროექტის ამოქმედება 2018 წლიდან დაიწყება", - განაცხადა კობიაშვილმა.

- ლევან კობიაშვილი: სფფ-ის ვალი 17 მილიონი ლარი იყო, 8 გავისტუმრეთ

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს დზაან კარგი.უპრო მაგალმა კლასმა რაღა დააშავა?ჩემი ბიჭი მეოთხეში გადავიდა წელს,და ვხედავ მასში დიდ ნიჭს.მაგრამ არ მაქ საშუალება რო ვატარო ფეხბურთში
butxa
15:44 12-08-2017
0
მე არცერთი მთავრობა არ მეხატებოდა გულზე და არც მოქმედი თუ მომავალი მთავრობები მსიამოვნებს, მაგრამ არც ერთს არ ვლანძღავ ჩასაფრებულ-ჩაჯინებული.
მე ესე გავიგე რომ ამით მოხდება ფეხბურთის პოპულარიზაცია. 5-6 წლის ბავშვმა უნდა ითამაშოს რაიმე თამაში. რა მოხდება ფეხბურთი რომ ითამაშოს, გულშემატკივარი მაინც ხომ გამოვა, ჯანმრთელი ხომ იქნება. თორე გადამზადებული მასწავლებელი რომ ვერ გაზრდის დიდ ფეხბურთელს, ამას როგორმე ვხვდები. ამისთვის აკადემიები უნდა იყოს.
haha
10:16 12-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული