რამდენი გადაუხადა გიორგი ჯიქიამ გარეთ საუთგეიტს ქათინაურში?

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" გარუსებულმა ქართველმა მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა ყოველკვირეულ "ფუტბოლს" და აქო და ადიდა გუნდის მწვრთნელი მასიმო კარერა, რომელიც დიდად არ სწყალობს ჩვენი ნაკრების ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს:

"კარერა და მე ვარჯიშზე ერთმანეთს მივესალმეთ და მაშინვე დაიწყო სერიოზული მუშაობა. მან ფეხბურთის საკუთარი ხედვა ამიხსნა და ყველაფერი აეწყო. საერთოდ, ის ძალზედ კარგი მოტივატორია. საჭირო დროს საჭირო სიტყვების მოძებნა შეუძლია. ერთსა და იმავეს ორჯერ არასოდეს გეტყვის. ყოველთვის ცდილობს, რაღაც ახალი მოიგონოს, ძველი განაახლოს. ამაში მდგომარეობს მისი მთავარი ღირსება. ყოველი თამაშის წინ ომახიანი
სიტყვით გამოდის. მისი ლაპარაკი ფეხბურთელებს ამხნევებს. კონკრეტული არც არაფერი დამმახსოვრებია".

ჟურნალისტმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის ნათქვამი შეახსენა, რომელმაც ჯიქიაზე ბრძანა, თავით კარგად თამაშობს, კარგად არჩევს პოზიციას, ჭკვიანურად აზღვევს პარტნიორებს, თუ ასევე გააგრძელებს, თავისუფლად შეუძლია კარგ ევროპულ გუნდში გადავიდესო.

რა თქმა უნდა, გიორგის გახარებია ქათინაური, თანაგუნდელები კი თურმე ეანგლებოდნენ, რამდენი გადაუხადე ხოტბის შესხმაშიო?

ჯიქიამ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში კონფედერაციათა თასზე ასპარეზობისას მეტოქე გუნდებიდან ჩილელი არტურო ვიდალი გამოყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად რონალდო მოსწონს, რომლის მეურვეობაც მოხდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხოჭოლავაც მეგრელია,ლორიაც,კაშია,კანკავა,ჭანტურია,კვირკველია,გვილია,კვეკვესკირი,ქვილითაია,აბურჯანია,ყენია,გრიგალავა,ხუბუტია.ხო არავინ გამომრჩა?!
ბაჩო გ
12 აგვისტო 2017 04:54
3
ხო გეთანხმები.ჯიქია ქართვეკი არაამეგრელია
ბაჩო გ
12 აგვისტო 2017 04:51
2
ბაჩო აქცენტს რაზე აკეთებ,მეგრელი ქართველად არ მიგაჩნია?სწორედ მაგ აზრის დანერგვას ცდილობდა რუსეთი ორი საუკუნე და თუ დაგაჯერეს,ვაი შენ და ვაი ჩვენც.ჯიქია რუსეთშია დაბადებულ გაზრდილი და მისი გვარი ქართულ წარმოშობაზე ლაპარაკობს მხოლოდ.ის რუსად არის გაზრდილი.შენი შემთხვევა კი ,თუ რა თქმა უნდა სწორედ გავიგე მინიშნება,გაცილებით უარესია.
ძალიან გამიხარდება თუ გამომეხმაურები და დამიდასტურებ,რომ შენი პოსტი არასწორად გავიდე.
სოსო
13 აგვისტო 2017 11:30
0
ჯიქიას რომ საქართველო აერჩია სერიოზული ცენტრი გვეყოლებოდა ჯიქია,კვირკველია,კაშია,ხოჭოლავა,ტაბიძე. 3 მცველიანი ტაქტიკითაც შეიძლებოდა თამაში ჯიქია-კვირკველია-კაშია,მაგრამ არაა ეს ბიჭი ქართველი და რა ვქნათ...იმედია ხოჭოლავა ამაზე დიდი ფეხბურთს ითამაშებს.
giorgi
11 აგვისტო 2017 21:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული