თბილისი ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს უმასპინძლებს

AutoSharing Option
22-28 აგვისტოს თბილისი ქალების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს უმასპინძლებს.

პირველ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონ ქუთაისის "მართვეს" მეტოქეები ლიტვის "გინტრას", თურქეთის "ქონაკ ბელედიესფორსა" და სლოვაკეთის "პარტიზანს" ეთამაშება.

ქართული კლუბი აზერბაიჯანში ემზადება, თბილისში კი 19 აგვისტოს დაბრუნდება.

ტურნირის განრიგი ასეთია:

22 აგვისტო
"მიხეილ მესხი" (სათ)
ქონაკი-მართვე 17:00

"დავით პეტრიაშვილი არენა"
გინტრა-პარტიზანი 19:00

25 აგვისტო
"მიხეილ მესხი" (სათ)
გინტრა-მართვე 17:00

"დავით პეტრიაშვილი არენა"
პარტიზანი-ქონაკი 19:00

28 აგვისტო
"დავით პეტრიაშვილი არენა"
ქონაკი-გინტრა 17:00

"მიხეილ მესხი" (სათ)
მართვე-პარტიზანი 17:00

ძირითად ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ათ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამარჯვებული კლუბები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი
მოიპოვებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული