იგორ ჩემინავა ფინეთში ითამაშებს

AutoSharing Option
იგორ რევდიკის ძე ჩემინავა მამით ქართველია, დედით რუსი, რუსეთის მოქალაქეა, 1991 წელს დაიბადა პეტერბურგში, "ზენიტის" აღზრდილია (მცველია), მის ძირითად შემადგენლობაში 4 მატჩი აქვს ჩატარებული. იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ პირველ გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა და 2012 წლის შემდეგ ხან სად თამაშობდა და ხან სად.

იგორი "ზენიტის" დუბლების კაპიტანი გახლდათ, რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებშია ნაბურთავები. დღეს კი ფინეთის კუოპიოს "კუპსთან" გააფორმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტი. მხარეების სურვილის შემთხვევაში მისი ერთი სეზონით გახანგრძლივება შეუძლია.

"კუპსი" ქვეყნის ჩემპიონატზე 22 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-4 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული