ევროპა ლიგა. 1/16 ფინალი: "ფენერბახჩე" პეტერბურგში ერთბურთიანი ფორით მიემგზავრება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "ფენერბახჩემ" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ზენიტი".

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. გოლი "ლესტერიდან" იჯარით აყვანილმა თავდამსხმელმა სლიმანიმ გაიტანა.

ანგარიშის გათანაბრება სტუმრებს შეეძლოთ, მაგრამ მაკის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე ტეკინმა მოიგერია.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 21 თებერვალს პეტერბურგში გაიმართება.

"ზენიტმა" მმდინარე სეზონში ამ ტურნირზე 6 გასვლითი შეხვედრიდან 4 წააგო.

სტამბული. "შუქრუ სარაჩოღლუ".
ფენერბახჩე - ზენიტი 1:0
გოლი: სლიმანი (21)
გამოუყენებელი პენალტი: მაკი (44, ზენიტი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული