რომან შვანტნერი: ეს ქართველ ფეხბურთელთა არასწორი განვითარების ბრალია

AutoSharing Option
რომან შვანტნერმა საქართველოში წლეულს უკვე მეორე სემინარი ჩაატარა. თემა ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო და ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში განვითარებულ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, ძალიან მტკივნეულიც. საქმე ბავშვებისა და ზოგადად, ფეხბურთელთა ფიზმომზადებას ეხება.

სლოვაკი შვანტნერი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელია. სემინარს ესწრებოდნენ ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, საფეხბურთო აკადემიებისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები.

"უკვე საკმაო ხანია, საქართველოს ნაკრებში ვარ. ზუსტად ჩემთან მოდიან ის ბიჭები, რომლებიც აქ იზრდებიან და კარგად ვიცი, რა პრობლემების წინაშე ვდგა
ვართ.

პირველ პირში იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ახლა მე არ ვარ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ახლა თქვენსავით საქართველოს წარმოვადგენ. ეს პრობლემები კი ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის", - ამბობს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი.

შვარტნერმა დააკონკრეტა, რას გულისხმობდა:

"თავიდანვე არასწორი აღზრდის, კუნთების არასწორი განვითარებისა და ტრავმების პრევენციის მეთოდოლოგიის არქონის გამო პრობლემები დიდ ფეხბურთში გვექმნება. ამიტომ მე მზად ვარ, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ნებისმიერ დროს ნებისმიერი ქართული კლუბის მწვრთნელს დავეხმარო.

თუნდაც ის შედეგი, რაც ქართულ კლუბებს ჰქონდათ ევროთასებზე, არ არის გამოწვეული შემთხვევითობით, უპირველესად, ეს ფეხბურთელთა არასწორი განვითარების ბრალია".

მან თანამედროვე ტენდენციებზეც ილაპარაკა:

"მსოფლიო ფეხბურთის დინამიკა ძალიან სწრაფია და ჩვენ ვეღარავის გავუწევთ კონკურენციას, თუ დროული და სწორი მიდგომით არ ჩავერიეთ. სწორედ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, იყვნენ პროფესიონალები, ათლეტურები და ის ტექნიკა, რაც ქართველებს ახასიათებთ, გამოიყენონ დინამიკაში. სხვაგვარად მას ფასი არ ექნება".

სემინარზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე გველაპარაკა:

"შვარტნერი რომ ლაპარაკობდა, შვეიცარიასა და იტალიაში გატარებული პერიოდი გაახსენდა, სადაც ამ საკითხებს ყურადღებას 15-20 წლის წინათ აქცევდნენ და ფიზმომზადების ახალ მეთოდებს ნერგავდნენ. არავინ უწყის, ამ პრობლემების გამო რამდენი მოთამაშე დავკარგეთ".

მისი თქმით, საქართველოში სერიოზული რეფორმაა საჭირო:

"დღევანდელი ფეხბურთი მეცნიერებას ემყარება, ფიზიკური მომზადება და სამედიცინო მომსახურება გუნდებს ისევე სჭირდებათ, როგორც მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები.

არადა, ჩვენთან ფიზმომზადების სპეციალისტების სერიოზული დეფიციტია. უცხოელი მწვრთნელები რომ ჩამოგვყავს, ეს პატარა ხარჯი არ არის. ამიტომ საკუთარი სპეციალისტები უნდა გავზარდოთ, ნიჭიერი ბავშვები მასობრივად რომ არ დაიკარგონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამდენი ხანია აქ ხარ და ლექციების კითხვას აჯობებდა თუ რამე შეგიძლია ნაკრების ფეხბურთელებს თამაშის ტემპის მომატებაში დახმარებოდი. 5 სექტემბერს გამოჩნდება აღდგენა მაინც თუ ასწავლე თორე 2 თამაშის გადაბმის დროს მეორე თამაშზე დასიცხულებივით დაიარებიან
1,2,3,5,8...
30 აგვისტო 2017 12:57
0
იქნებ 1-2 კვირის მერე გადაამოწმოთ, რომელიმე კლუბმა ან პიროვნებამ თუ მიმართა დახმარებისთვის.
haha
30 აგვისტო 2017 12:16
0
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვე3ბსოესო ჩვენის წინაფართა მიერ გამოთქმული საკაცობრიობო დონის სიბრძნე,სახელმძღვანელოდ -ჩვენდამი მომართული,მართლა და ქართველ რეფორტერებზე და საერთოდ ქართველ ვაი სფეცალსტებზეა,თითქმის ყველა სფეროში,არა მარტო სფორტში- ზედგამოჭრილად თქმული.თქვე კაიდედმამის შვილებო,ყველა საჭირბოოტო, "ქართველთა მიერ მსწრაფლ საწყვეტი საკითხები, უთავბოლო"ლაყაფში" რომ გადაგვყვავს, საქმით კი გამოუსწორებლად კი შემდგომში მივიწყებით , დრო და დრო კი მორიგად,მერამდენედ? კვლავ "ჩასვრისას აქაც და იქაც", მორიგად, უსასრულოდ "ქაქანის" განახლებით,ფაქტობრივად კი არაფრისკეთებით ათწლობითი სიტყვიერი "წყლის ნაყვის"მიღმა, მიუხვედრავად თუ რისი მაჩვენებელია ამგვარი "საქმისა კეთება ეროვნულად გულისტკივილით-უგულობითა "ჩუვენის ჭირვარამზედა ზედა", თუ არა გადაგვრების გზაზე შედგომისა სამომავლოდ დედაბუდიანად, აზროვნება-ქმედებითი გა.......ით!
I Am Geoegian.Euroрe
30 აგვისტო 2017 10:19
0
სპორტული უნიკალური აკადემია შეუერთეს ილიაუნს, რამაც, პრაქტიკულად მოსპო სპორტული მედიცინა, ფიზაღზრდის მეთოდიკა და არსებული სამეცნიერო კადრები ამ სფეროში.ასე, სხვა არსებული უმაღლესი სასწავლებლების დაძირვის ხარჯზე შეაკოწიწეს ილიაუნი, რომლის რექტორი თევზაძე ძველი რეჟიმის ფავორიტი იყო. ეხლა, უცხოეთიდან ჩამოგვყავს სპეციალისტები.
remi
29 აგვისტო 2017 23:57
0
ომკალი და რატომღაც მგონია რომ გუჯა კახაძეს აქვს საინტერესო მეთოდი და არ არის დასაკარგი
dudu
29 აგვისტო 2017 22:40
2
ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, თითქმის სპორტის ყველა სახეობაში. ამის მოგვარებას ფინანსები და კარგი ორგანიზება ჭირდება
777
29 აგვისტო 2017 19:11
0
ვინც ამ პრობლემას მოგვიხსნის ძეგლი უნდა დაუდგათ.
გიო
29 აგვისტო 2017 17:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული