ლევან კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციაში ხელფასს არ ვიღებ!

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილის თქმით, ფეხბურთის ფედერაციაში ხელფასს აღარ იღებს. სფფ-ის პრეზიდენტმა ეს განმარტება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადების კვალდაკვალ გააკეთა, თითქოსდა, კობიაშვილი მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციიდან, ხელფასის სახით, წელიწადში 120 ათას ლარს იღებს.

"მსურს, გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის აბსურდულ განცხადებას და განვუმარტო საზოგადოებას, რომ მას შემდეგ, რაც გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩიეს და საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი ვარ, კანონის შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს არ ვიღებ.

შესაბამისად, ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელფასი შეადგენს 0 ლარს.

რაც შეეხება არჩევნებამდე
მიღებულ ხელფასს, მსურს, გითხრათ თქვენ და, ამავდროულად, გული დავწყვიტო ბატონ შალვას, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის ავრცელებს და იყენებს თავისი საარჩევნო მიზნებისთვის, არის აბსოლუტური სიცრუე. თანხა, რომელსაც ის ასახელებს, არის აბსურდული და რადიკალურად განსხვავებული - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოსგან.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონი შალვას რიტორიკა სიახლეს არ წარმოადგენს და მას ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ტყუილებისგან და ამ ტყუილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან", - წერია კობიაშვილის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
Ra tvini waiget? Xelpas igebs rato igeb ra gagchircebiao ar aigebs da rato ar igeb eseigi ar gekutvniso... kaci milioneria sheni 2 atasi lari mistvis erti dgis pulia. Kaladzec ar igebs xelpas da ricxavs sadgac miusapar bavshvebtan. Saqme aketon xelpasebi ar chirdebat. Visac xelpasebi chirdeba is tavis jibis amovsebazec piqrobs
Roma
13:27 19-09-2017
0
ქართველ გულშემატკივრებს ეგ ნაკლებად გვაინტერესებს, შენ ის გვითხარი ქართულ ფეხბურთს რითი უშველე და რას უნდა ველოდეთ, რომ დაჭამეთ შენ და არველაძემ ერთმანეთი არჩევნების დროს და ლამის მესამე მსოფლიო ომი გამოაცხადეთ, შენ თვითონ კმაყოფილი ხარ შედეგებით, ამაზე უარეს დღეში ჩვენი ფეხბურთი არ ყოფილა, მე შენ ადგილას პარლამენტშიც არ ავიღებდი ხელფასს, არა მგონია იქ აკეთებდე რამეს ქვეყნისთვის სასიკეთოს, კი იყავი კარგი ფეხბურთელი მაგრამ ბევრი შენზე მაგარი ფეხბურთელი ყოლია საქართველოს და დღეს ისინი არავის არ ახსოვს, შენ და შენნაირებს პატარა წარმატება და ფულის შოვნა ამბიციებში გაგდეთ და გგონიათ რომ ქვეყანა მარტო თქვენია, ყოვლისშემძლეები ხართ და ნებისმიერ თანამდებობაზე იმუშავებთ, პასუხისმგებლობა კი ნოლი. დაგვაწყდა გულშემატკივრებს ნერვები!!!
დავითი
09:45 05-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული