ამ სტატიაში გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილ ჩხუბებსა და საინტერესო დაპირისპირებებს. ჩვენებურებს რას გაუგებ, უჩხუბიათ: პოდოლსკისთან, კოშტასთან, მთელ გუნდთან და ბილბორდთანაც კი.
გიორგი ჭანტურიასთან ჩხუბს არავის ვურჩევ. შეიძლება ფიზიკურად დაჩაგროთ და მოერიოთ, მაგრამ მას ვერ დაღლით და ვერც თავიდან მოიშორებთ. ქართველი 20 წლის იყო, როცა რუსეთის
წინა დაპირისპირება ჭანტურიას პირველი ჩხუბი არ იყო, მან მანამდე "ვიტესის" მაისურით იჩხუბა ქონბოის წინააღმდეგ.
დიეგო კოშტა რომ "ბინძური ფეხბურთელია", ეს ყველამ იცის, ხოლო გურამ კაშია რომ არავის არაფერს დაუთმობს, ესეც ფაქტია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ერთი შეხედვით, წყნარი ადამიანია და მისგან აფეთქებებს არ ელოდები, მაგრამ ლევან კობიაშვილის გადაკიდება პოდოლსკისთვის კარგი არ გამოდგა.
საერთოდ, ჩხუბში გამშველებელს უფრო მეტი ხვდება, ვიდრე თავად მოჩხუბარს. ბელორუსი - საქართველოს მატჩში გია გრიგალავას წამოწყებულ დაპირისპირებაში, ლევან მჭედლიძეს არ გაუმართლა.
წინა წელს ლანჩხუთის "გურიასა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებაში, თანაგუნდელებმა გიორგი პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ იჩხუბეს. მიზეზი უცნობია, მაგრამ მომავალი ხუთი მატჩი გამოტოვეს და მათ ფინანსებს 2000 ლარი გამოაკლდა.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უფრო დიდი ჩხუბები ახსოვს. 2014 წელს "ტორპედოს" სტადიონზე ყველა ჩხუბობდა.
ევროპა ლიგის შესარჩევ მატჩში, 2014 წელს "ჩიხურა"-"ბურსასპორის" დაპირისპირების დროს, მოედანზე დაწყებულ ჩხუბში მოგვიანებით ჟურნალისტებიც ჩაერთნენ.
ისეთი უცნაურობებიც გვახსოვს, როცა საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და "ნიუკასლის" ფორვარდი თემურ ქეცბაია ბილბორდს ემტერებოდა.
მალხაზ ასათიანმა ერთადერთი წითელი ბარათი 2010 წელს გონსალესთან დაპირისპირებაში მიიღო. ვეტერანი ქართველი მეტოქეს ჯერ ბურთით და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა.