ტოტი, პუიოლი, რივალდო, მალდინი... მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ვითიბი ბანკთან" და ლუდ "აისთან" ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩს, "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გამართავს.

ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და "მსოფლიოს 11" დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი,
სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.

საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

- "ასე დაიბადა იდეა, ქართველ გულშემატკივარს მსოფლიოს ვარსკვლავების თამაში ეხილა"

ბილეთების გაყიდვა ონლაინრეჟიმში, საიტ TKT.GE-ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება. ასევე გაყიდვაშია 10, 15 და 25-ლარიანი ბილეთები.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
კი უნდა წახვიდე და ბევრი უნდა წავიდეს, მითუმეტეს თანხა მოხმარდება ტყის მასივის აღდგენას.
წადი
13:11 19-09-2017
1
ცადი ცადი,მითუმეტეს თუ თბილისელი ხარ! სტადიონი რო ცოტათი მაინც ცარიელი იყოს ხო მოოგვეჩრა თავი
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული