ტოტისთვის ხინკალი ბომბი იქნება! უცხოური პრესა თბილისურ მატჩზე

AutoSharing Option
29 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა, სახელწოდებით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის", თბილისში, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი ტელეკომპანია "იმედი" წარმოადგენს.

- "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - გუნდების შემადგენლობა

თბილისში გასამართი მატჩით უცხოური გამოცემებიც არიან დაინტერესებულნი. ყველაზე დიდ ინტერესს ფრანჩესკო ტოტის მოედანზე დაბრუნება იწვევს. თუ რას წერენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, იხილეთ სტატიაში:

zbirna.com: "29 სექტემბერს "მილანის", კიევის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, კახა კალაძის მიერ ორგანიზებული მატჩი გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს მსოფლიოს ვარსკვლავთა
გუნდი დაუპირისპირება, რომელთა ხერხემალი სერია A-ს ვარსკვლავებისგან შედგება. თამაშში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო. შემოსული თანხა მოხმარდება ბორჯომ-ხარაგაულის ტყის აღდგენას".

Gazzetta dello Sport: "მილანი"- "რომა" თბილისში! ფაქტობრივად, იტალიურ დაპირისპირებას "დინამო არენაზე" 55 000 ადამიანი დაესწრება. "ჯალო-როსონერის" კერპებს - პაულო მალდინისა და ფრანჩესკო ტოტის ერთ გუნდში ვიხილავთ. იტალიელი ფეხბურთელები მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების წინააღმდეგ ითამაშებენ. რა თქმა უნდა, მატჩში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერობის კანდიდატი და ყოფილი "როსონერი" კახა კალაძე".

foxsports: "საქართველოს დედაქალაქში ყველაფერი მზად არის დიდი მატჩის დასახვედრად, "მილანისა" და "რომას" დროშების დამცველები ერთიანდებიან დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ. ორი დიდი კაპიტანი - პაულო მალდინი და ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ახლახანს 4 წლის გახდა, 55 000 გულშემატკივრის წინაშე მონაწილეობას მიიღებს ვარსკვლავთა მატჩში. ეს ღონისძიება დაეხმარება საქართველოს ბორჯომის ტყის აღდგენაში, რომელიც ამ ზაფხულს ნაწილობრივ დაიწვა. ღონისძიების წარმომადგენლებმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამონახეს საუკეთესო გზა, რომ დახმარებოდნენ საკუთარ ქვეყანას".

goal.com: "მე-7 ტურში "მილანისა" და "რომას" დაპირისპირებამდე, "როსონერისა" და "ჯალოროსის" ყურადღება თბილისისკენაა მიმართული, სადაც მათი ლეგენდები ხანძრისგან დაზარალებული ბორჯომის ტყის აღსადგენად გამართულ საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მოედანს უბრუნდება დიდი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ჩამოკიდებულ ბუცებს ერთი ღამით კვლავ ჩაიცვამს".

tuttoasroma.it: "ფრანჩესკო ტოტის არ უყვარს "კარბონარა", რადგან "მძიმე" საკვებად მიიჩნევს, მაგრამ თუ ის გასინჯავს ხინკალს, ეს მისთვის იქნება კალორიების ბომბი. ტოტი დათანხმდა, ეთამაშა კახა კალაძის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საქველმოქმედო მატჩში. თბილისის სასტუმროში მისვლისას, შესაძლოა, მას მოეწონოს ერეკლე წულაძის თანამედროვე ქანდაკება, რომელიც ფოიეშია განთავსებული და 28 000 ევრო ღირს. მაგრამ ტოტისთვის უმჯობესი ხინკლის ყიდვა იქნება, რადგან ის მხოლოდ 35-40 ცენტი ღირს.

რაც შეეხება თბილისს, ამინდი ცვალებადია, კავკასიური ცივი კლიმატი კი ამ დღეს მოღრუბლულობასა და საშუალოდ 10 გრადუს ტემპერატურას გვპირდება. ყველაზე პოპულარული ქუჩა თბილისში არის "რუსთაველი", სადაც ძალიან ბევრი სასტუმროა, კაფეები კი ლამაზი ინტერიერით არის გაფორმებული. იქ ხალხი ცხელ შოკოლადს მიირთმევს, ქუჩაში კი ყველა საუბრობს კახა კალაძეზე, რომელიც მერის არჩევნებზე იყრის კენჭს".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ანუ რა არის იცით, ბიზნესმენებმა გადარიცხეს ფედერაციაში 400 ათას ევრომდე , რათა ამ მატჩის ორგანიზება მომხდარიყო და მატჩიდან სულ რაღაც 403 ათასი ლარი შემოვიდა, საერთოდ არ ჩატარებულიყო ეს მატჩი და ისე გადარიცხულიყო ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკში ის 400 ათასი ევრო, 800 ათასი ლარით მოგებაში ვრჩებოდით, უბრალოდ მართლა არ შეიძლება ხალხს პირში ატყუო , თქვენ მაინც არ გჯერათ მაგისი მაგრამ ჰა, რაც გინდათ ის ქენით, თქვენ იდარდეთ ხალხნო, 2 კვირით ვარ თბილისში ჩამოსული, მე კი წავალ უკან ფილადელფიაში და თქვენ ღარიბმა ხალხმა ჭამეთ აქ ერთმანეთი მილიონრების გამო ^_^ აბა წარმატებები
ვახტანგი
02 ოქტომბერი 2017 00:32
7
ღმერთმა ხელი მოგიმართოს იმ ფილადელფიაში. მე კი აქ, ჩემ საქართველოში მირჩევნია. და ჩემნაირი ძალიან ბევრია.
alexandre
06 ოქტომბერი 2017 00:31
0
ეგ ყველაფერი ჰო, მაგრამ ფეხზე რომ გკიდია აქაურობა, მაგას რად უნდოდა ამხელა კომენტარი? წადი, წადი..! მომიკითხავს შენი ფილადელფია და შენი ქართველობაც..! კიდევ კარგი აგვიხსენი, როგორები ვართ ქართველები! ხელის დაბანა არ დაგავიწყდეს, პილატე ბატონო!
jiji
05 ოქტომბერი 2017 16:10
1
ტოტი რა ახალგაზრდა ყოფილა... სულ რაღაც 4 წლისაა... აშკარად პერსპექტიული ფეხბურთელია :D :D :D
jemala
29 სექტემბერი 2017 22:05
2
13 ivlisis tragediis dros rato ar chaatara eseti machi kaladzem??? Exla meroba unda da magitom.... Sircxviliaaa
Tqveni aferisti dedac....
29 სექტემბერი 2017 16:26
19
13 ივლისის ტრაგედიისას ტალახში ამოსვრილი ფიზიკურად მომუშავე კალაძე არ გახსოვს?
თუ არ გახსოვს, გამოდი ნაცუა მელია, კუდი გიჩანს.
aba ra giTxra
29 სექტემბერი 2017 17:01
10
ზალიან მაგარია ტუნდაც მასე, ზოგს მეძობელს რომ სთხოვე სადმე გამოყევიო არ მცალიაო გეტყვის, ხოდა ეს კი უმაგრესია როცა გაფასებენ და მარტო ფეხბურთი არ გაკავშრებს რა, და რაც შეეხება ფულს ეხლა არ თქვატ ფული გულისთვის იფრინეს ამდენი და სხვა შემოტავზაებები არ აქვთო! კარგიიიით ვა?
????
29 სექტემბერი 2017 15:20
3
კავკასიური ცივი კლიმატიო, არადა რა ცივი 1 კვირის წინ მდინარეში ვიცურავე.
giorgi
29 სექტემბერი 2017 15:20
1
ვარსკვლავები კალაძისთვის...:)
დათო
29 სექტემბერი 2017 14:07
5
ხო აბა რა, ეხლა იმ ფულს აიღებს რაც ქველმოქმედებისთვისაა და პიარში დახარჯავს
giorgi
29 სექტემბერი 2017 23:40
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული