ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

AutoSharing Option
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ეჭვქვეშ დააყენა მოსაზრება, თითქოს, სტადიონი უეფას სტანდარტებით შენდება. მისი თქმით, მოედნის გარშემო აშენებული ბეტონის ჯებირი ამ სტანდარტების დარღვევაა.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება, დამკვეთი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, დამპროექტებელი - შპს "თბილქალაქპროექტი", ხოლო სამუშაოების მწარმოებელი - კომპანია "დაგი".

ამ საკითხზე ქალაქ ზუგდიდის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა მამუკა ლოგუამ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

"ეს არის უმსგავსო განცხადება, რომელიც რეალობასაა მოკლებული და ქალაქსა და
რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტის არსის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სტადიონი უეფას სტანდარტების შესაბამისად არის დაპროექტებული. ამის დასტურად წარმოგიდგენთ 2015 წლის 1 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტს, რომელსაც ხელს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა აწერს ხელს.

საპროექტო ორგანიზაციის მიმართ დომენტი სიჭინავას მიერ გაგზავნილ წერილში წერია - "თქვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი საფეხბურთო ფედერაციის მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს. და მასზე ფედერაციის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა არის დადებითი". ამის შემდეგ მისი პრეტენზიები გაუგებარია", - ამბობს ლოგუა.

დომენტი სიჭინავამ საპასუხო პრესკონფერენცია გამართა და ლოგუას ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, 2015 წლის 1 ივლისს "თბილპროექტმშენის" წერილს უპასუხა და ზუგდიდში ახალი სტადიონის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცა. თუმცა სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, რომ ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფო პროექტების დამტკიცების ან უარყოფის უფლებამოსილება არ გააჩნია და პროექტის ხარვეზზე ილაპარაკა:

"ბატონი ირაკლი გოგოხია (ზუგდიდის მერი) აპელირებს ჩემს წერილზე. პროექტი ჩვენი არაა. მე მივწერე რეკომენდაცია (დამპროექტებელს) და რომ ვეთანხმები პროექტს, რომელიც მანამდეც არსებობდა და სამჯერ შეიცვალა და ალბათ, მერეც ასე მოხდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტს ხელი მოაწეროს. უბრალოდ, ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია გასცეს რეკომენდაციები, რადგან ლაპარაკი იყო, რომ ზუგდიდის სტადიონი უეფას სტანდარტების მიხედვით უნდა აშენებულიყო და მესამე კატეგორიის ყოფილიყო. საამისოდ კი არაერთი მოთხოვნა არსებობს - გასახდელების, უსაფრთხოების, პრესსამსახურის, მიქსზონის...

ანუ მთავარია, რომ ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, პროექტს კი ხელს არ ვაწერთ. მოედნის საფართან ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია".

მამუკა ლოგუა "ლელოსთან" ამბობს, თუ საიდან გაჩნდა ბეტონის კედელი:

"მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ სარეკლამო დაფები მოედნის გვერდითა ხაზიდან სამ მეტრში იდგმება. იმ სამი მეტრის შემდეგ ბარიერამდე ორი მეტრია და ისე იფუთება, რომ ფეხბურთელების და მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.

ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ სწორედ სიჭინავას მოწონებულია პროექტი, რომელშიც ახლა ხარვეზები შენიშნა და აქეთ გვაბრალებს.

მეორე მხრიოვ, სტადიონზე პრობლემა თუ არის, იქ სათამაშოდ არავის შეუშვებენ. ჯერ კლუბმა უნდა მიმართოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ სტადიონს ლიცენზია მიანიჭოს. შემდეგ ფედერაციის შესაბამისი სამსახური სტადიონების ინსპექტირებას დაიწყებს და მერე გვეცოდინება, რა არის ხარვეზი, რა არის გამოსასწორებელი და რა არის საჭირო, უეფას ლიცენზია რომ მივიღოთ.

სიჭინავასგან ხელის გამოშვერას ვერ მივიღებთ. მაგრამ ვიმეორებ, მშენებლობაში კორექტივების შეტანა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, ასეთი გამოხტომები კი გაუგებარია".

საინტერესო იყო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის, მელიტონ ხურცილავას კომენტარი:

"ჩვენ მშენებლები ვართ და რა პროექტსაც მოგვიტანენ, იმასაც ვახორციელებთ. ეს ბეტონის ჯებირი კი თავიდანვე გათვალისწინებული იყო".

Sportall.Ge
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რავა ყველა პროფესორია ამ მშენებლობა პროექტირებაში როარ ყოფილიყო ეს ბეტონის კედელი პროექტში თვალებში მშენებელს ზამეკანია კიარააქვს სწორედაც რო იყო ეს გალავანი პროექტში მარა მაშვინ სიჭინავას აღარ ეცალა მაგ საქმისთვის აფხაზეთში ეახლა სეპარატისტებს ყანწით ხელში აქაოდა თქვენ დამოუკიდებელ ქვეყანას შემოვევლეო.ან ეს ფედერაცია რისი მაქნისია საერთოდ რაო რამინდაო. სად იყავი ამდენიხანი შე დალოცვილო ეხლა გამოიღვიძე.ან მიდი წყნარად ყოველგვარი ალიაქოთის გარეშე და შეუსწორე რო ეს მოანგრიონ თუარაა საჭირო ისე ამგენის მერე ვინც მოვა ფედერაციაში იმას რო შარიკი გადაუბრუნდეს და პირიქით კედლის დაბრუნება მოთხოვოს თავის ადგილზე ეგ იქნება ცირკი.დდ
zaza
04 ოქტომბერი 2017 17:04
0
ჯერ დამპროექტებელი თბილქალაქპროექტს რა ვუთხარი და მერე ჩამბარებელ ზუგდიდის მერიას )) კიდევ საოცარი ის არის რომ ეს თბილქალაქპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტსაც იგებს გამოკკითხვით ) მე ამ სტადიონის მერე მაგათ კომპოტენტურობაში ეჭვი მეპარება და თქვენ ? ))
dato
04 ოქტომბერი 2017 15:22
0
ჰა როგორ მოგწონთ ბევრი მილიონების დაბანდების მცდელობა ქართულ ფეხბურთში?
აპა რა ვვითარდებით !!!!
ესეც ჩვენი ფეხბურთი გავაუქმოთო რო დაწერო დამნაშავედ გამოგიყვანებენ
მე რო ფეხბურთი მიყვარს მაგიტო მინდება გაუქმება ამათი შემყურე მერე კიდე იტყვიან ფული არ იხარჯება შედეგს რატო ითხოვთო
(რაგბი გაიხსენეთ ყველამ ესეთებმა)
ეს ქვეყანა ხო ფულის საჭრელი დანადგარია
ესე რო ექნათ ესპანელებს გერმანელებს ეხლა მოწინავენი კი არ იქნებოდნენ არადა ესპანეთს არასდროს ქონია ისეთი შედეგი რაც ეხლა აქვთ იმიტო რო მოინდომეს
ჩვენ ვერასდროს ვიქნებით მოწინავენი არ გვჭირდება მუცლის ამოროყვა გვირჩევნია მაძღრები რო ვიყოთ
20 მილიონად მთელ ბაზას ააშენებ უპრობლემოდ დაბალი სტანდარტებისას მაგრამ აშენდება
ამათმა ერთი საბრალო არაფრის მომცემი სტადიონი ვერ გააკეთეს
ნელა განავითარეთ ფეხბურთი
ნელაა !!!!!!
acm
04 ოქტომბერი 2017 11:18
0
საინტერესოა რა პროექტი წარუდგინეს სფფ-ს... ისე, სად ნახეს ბეტონის კედელი სტადიონზე, თანაც ეგ კედელი იაფი არ დაჯდებოდა... ბეტონის ქარხანა აქვს უეჭველი ვიღაცას:)
zviads
04 ოქტომბერი 2017 09:28
1
ჩვენ ფეხბურთელებს პადკატის გაკეთება ეზარებოდათ და ეხა სუ არ გააკეთებენ არიქა კედელს არ შევასკდეთო
Ui
03 ოქტომბერი 2017 19:27
0
პროექტი როცა მზადდება ის უნდა იყოს სამშენებლო წესების და ნირმების დაცვით შედგენილი . ეს ვალდებულება აკისრია პროექტის შემდგენს და თუ არაა შედგენილი წესიერად მისმა ავტორმა პასუხი უნდა აგოს. ვინც მიიღო და ჩაიბარა ისეთი პროექტი რომელც არ იყო შედგენილი ნორმების დაცვით იმანაც პასუხი უნდა აგოს. დომენტი სიჭინავა რა კომპეტენტური პირია გაარჩიოს ნორმა და წესი და უეფას სტანდარტი ამიიტომ რომ მოაწერა ხელი ასეთ სისულელეს თავისი წილი პასუხი მანაც უნდა აგოს. ამ ბეტონს რომ დაეჯახება ფეხბურთელი და კისერს მოიტეხს მერე გვიან იქნება ახლა სანამ დროა და არის შესაძლებლობა ახლავე უნდა არმოიფხვრას ეს სიდებილე რაა აქ ამდენი საპოლემიკო
arkadi72
03 ოქტომბერი 2017 17:49
5
rac eseni puls igeben sad miakvt chortevoznaet milioenbze ak laparaki kai daitove shentvis kvela milioni erti milionis rame mainc gauketet mag kalaks((((
!!!!!
03 ოქტომბერი 2017 16:53
2
საქართველოს მტერი ისაა, ვინც გუნდრუკს უკმევს ამ ტყუილებს. სფფ-ის როგორ მიუწვდება ხელი მსგავსზე ვერ ვხვდები?!
გიორგი
03 ოქტომბერი 2017 16:42
3
იქნებ სტადიონის მაკეტის ფოტოც თან დაგერთოთ იმედის რეპორტაჟში რომ მოხვდა?! იქ ეს სტადიონი გადახურული იყო და არანაირი ბეტონის კედლები არ ჩანდა. არც ამ სიგანე კიბეები. თუნდაც მართალი იყოს ზუგდიდის მერია, თავში ტვინი არცერთს არ უდევს ამდენს რო მიხვედრილიყვნენ?
zaza
03 ოქტომბერი 2017 16:39
2
ამ სიჭინავას არ ასვენებს გამჩენი. ვერ გაიგეთ რო ის მარტო ფეხბურთის კი არა საქართველოს მტერია.
ჯიჯიჯი
03 ოქტომბერი 2017 16:28
8
გოგოხიამ ფული ჭამა სტადიონის მშენებლობისას და სულ არ კიდია პირველი კატეგორია იქნება თუ მესამე, არ მყავდეს ესეც ფეხბურთელებზე მზრუნველი.
გელა
03 ოქტომბერი 2017 16:47
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული