101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

კლუბის პრესსამსახურის გავრცელებული ფოტოებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური მოედნის შემდეგ, ანგისას კომპლექსის მთავარ არენაზე ბუნებრივი საფარის დაგება დაიწყო.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი უკვე მეორე კვირაა, ბათუმის "დინამო" ვარჯიშობს...

ბათუმის "დინამო" მომავალი სეზონიდან საშინაო შეხვედრებს საკუთარ ბაზაზე ჩაატარებს, რომელიც 1500 მაყურებელს დაიტევს და ტრიბუნა მხოლოდ ერთ მხარეს იქნება.

წმინდა საფეხბურთო არენის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და განათების სისტემაც დამონტაჟდება, თამაშები საღამოს რომ ჩატარდეს. ანგისის ბაზას სამშენებლო კომპანია "ენერგოსექტორმშენი" აშენებს.

Sportall.Ge

ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ბათუმის
"დინამოს" სტადიონის მშენებლობას უკავშირდება.

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა და "ლელო" ამაზე წერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი უნდა წამოჭიმოს, რომელიც უეფას მე-4 კატეგორიას დააკმაყოფილებს - ამ კატეგორიის სტადიონი კი საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამო არენაა".

ტენდერში გათვალისწინებული პირობების თანახმად, კომპანიამ სტადიონი 2020 წელს უნდა ჩააბაროს, მანამდე კი ბათუმელები მატჩებს ისევ "რაგბი არენაზე" გამართავენ.

სატენდერო მონაცემებში იყო ციფრი, რომ სტადიონის მშენებლობის ღირებულება 101 მილიონი ლარი დაჯდება და თავიდან ეს შეცდომა გვეგონა. აქამდე იყო დასახელებული 40 მილიონი, 20 მილიონი, მაგრამ 101 - პირველად.

არანაირი შეცდომა - სატენდერო ღირებულება მართლაც 101 მილიონი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობისას აუცილებელი პირობა ტრიბუნების გადახურვა და მეორე სათადარიგო სტადიონის მოწყობაც გახლავთ, რაც იაფფასიანი სიამოვნება ვერ იქნება. მაგრამ 101 მილიონი ლარი მაინც ძალიან დიდი ციფრია.

ბლოგერი ზაზა ახალაია კი თვლის, რომ 20-ათასიანი სტადიონის აშენება საქართველოში გაუმართლებელია.

"ეროვნული ჩემპიონატისთვის აუცილებელია თითოეული მატჩის საჭირო დონეზე "შეფუთვა", სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო და შესაბამისი სატელევიზიო სურათი რომ იყოს. 100 მილიონად კი შესაძლებელია 2-3 თანამედროვე სტადიონის აშენება და ეროვნული ჩემპიონატის "სახის" გაუმჯობესება.

არგუმენტად მოჰყავთ, რომ სსრკ-ის დროს ბათუმის "დინამოს" სტადიონზე დასწრება 15-20 ათასი იყო. მაშინ, ფაქტობრივად, სხვა გართობა-სანახაობა არ არსებობდა და უცხო ქვეყნის საფეხბურთო კლუბების თამაშების ხილვის საშუალება არ იყო. თან ბათუმის "დინამოს" კარგი დასწრება ჰქონდა, რადგან სსრკ-ის ჩემპიონატის პირველ ლიგაში სხვა რესპუბლიკის, სხვა ერის კლუბს უპირისპირდებოდა.

20-ათასიანის კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ბათუმში ეროვნული ნაკრების თამაშები გაიმართება. ეროვნული გუნდი წელიწადში შინ 3-5 შეხვედრას ატარებს და აქედან შეიძლება ერთი-ორი გადაიტანო. ბათუმის "დინამო" კი სეზონში შინ ეროვნული ჩემპიონატის და თასის მაქსიმუმ 20-25 შეხვედრას ატარებს და ამ მატჩებზე რატომ არ უნდა იყოს საფეხბურთო "ატმოსფერო" ანშლაგით?! ბათუმისთვის 12-13-ათასიანი სტადიონი სრულიად საკმარისი იქნებოდა, ხოლო დაზოგილი თანხით ამდენივე ტევადობის არენა ქუთაისშიც აშენდებოდა (21-ე საუკუნეში ქვეყნის სირცხვილია ქუთაისში არსებული სტადიონი) და თანხა პატარა 3-4-ათასიანისთვისაც დარჩებოდა - 100 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი იქნებოდა და კიდევ დარჩებოდა.

სლოვენიური "მარიბორის" სტადიონი 12-ათასიანია, ბელარუსული ბატე-სი - 13,500-ს იტევს, კიშინიოვში მშვენიერი 10-ათასიანი სტადიონია. ტევადობის განსაზღვრისას მთავარია ეროვნული ჩემპიონატების მატჩებზე საშუალო დასწრება და იქედან გამომდინარე აშენებენ, რომ თითოეულ (!) მატჩზე ანშლაგთან ახლოს იყოს დასწრება სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფეროსა და სატელევიზიო სურათისთვის", - წერს ახალაია.

მკითხველის კომენტარები / 88 /
კარგია
კახა ქირია
22 იანვარი 2018 05:37
0
ეს მაშინ როცა რაგბის (რომელიც ყველაზე წარმატებული სათამაშო სახეობაა საქართველოში) თუნდაც ერთი 15-20 ათასიანი სტადიონის მშენებლობა ლამის მიუღწეველ ოცნებად გვრჩება. STUPID
S.K.
06 იანვარი 2018 00:07
1
20-ათასიანი სტადიონი ყოველთვის პირთამდე სავსე იქნება, თუ ... მატჩებს აქ ბარსელონა და რეალი ჩაატარებენ!!!
მესი
04 იანვარი 2018 23:44
1
მე მომწონს რომ შენდება გრანდიოზული სტადიონი, ეს თან რაღაც საიმიჯოა. ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლადაც. იქნებ მომავალში კონცერტებიც და ჩემპიონატებიც ჩატარდეს. დინაოს გარდა სხვა სტადიონი არ უნდა იყოს ქვეყანაში? მოლდოვას რას ვუყურებთ, იმათაც უნდათ ალბათ მეტი და უცეთესი სტადიონები
g.b
21 დეკემბერი 2017 19:43
1
რატომ არის გაუმართლებელი, რატომ შე ბოღმიანო, ვინა ხარ შენ, რა იცი და რა გესმის ფეხბურთის....
giorgi
15 დეკემბერი 2017 11:02
1
ვიღაც ,,ბლოგერი" ზ.ახალაიას აზრი არავის არ სჭირდება, გამოვიდა რა ესეც ექსპერტი. ბათუმში დიახაც საჭიროა ამ რანგის სტადიონი, საქართველოში ხომ უნდა იყოს დინამო არენას და მიხეილ მესხის სტადიონის გარდა ერთი ნორმალური სტსდიონი მაინც, და ეს უნდა იყოს სწორედ ბათუმში, შემდეგ ქუთაისში და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რაღაცას დაემსგავსება.
გიორგი
15 დეკემბერი 2017 10:22
0
100%-ანი, 3 სტადიონი სჯობს ერთს, რომელიც ისტორიაში შეიძლება ერთხელ შეივსოს, ან ისიც ვერ. სხვა და სხვა არასპორტული ღონისძიების ჩატარება სტადიონზე აუცილებელი არაა, მაგ თანხად ამ აქტიურობების მოსაწყობი სივრცეც მოეწყობა, 3 სტადიონთან ერთად
Dato
13 დეკემბერი 2017 12:48
1
ეხ ავტორჯან ვერც შენი და ვერც ამ ხალხისა ვერაფერი გამიგია, ააშენებ დიდს და კარგს ნამეტანიაო, ააშენებ პატარას და საშუალო დონისას ეს რაააო, ისე რომ დაეტიე შენს ქერქში და მიხვდები, რომ რამდენიმე (10-15) წლის შემდეგ ამხელა სტახდიონი ბათუმისთვის პატარა იქნება და თანაც ბათუმი საერთაშორისო საკურორტო ქალაქია და სტადიონზე ფეხბურთის გარდა სხვა ღონისძიებების გამართვაც შეიძლება.
დათო
11 დეკემბერი 2017 16:26
0
ფეხბურთის ფედერაცია რომ ერთი დიდი მაფიოზური გაერთიანებაა ეგ ყველამ იცის, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სად მიდის და რას ხმარდება ეგ კიდევ მეორე თემაა. ეგ მითხარით, გადასახადის გადამხდელი რა ვალდებულია ეს ერთი დიდი მაფიოზური გაერთიანება ინახოს. ამდენი ფული იხარჯება, ამდენი რესურსი და შედეგი სად არის?! დამსახურების მიხედვით უნდა ხდებოდეს დაფინანსება. აი მაშინ, ყველა თავის გასაკეთებელს გააკეთებდა.
კარგით რა
07 დეკემბერი 2017 06:31
1
უფრო დიდიც არის საჭირო ასე რომ არავის გასარჩევი არა ეგ თემა თქვენი სულელი აზრები არავის ჭირდება.............
emzar
13 ნოემბერი 2017 13:59
1
არ ეთამაშოს ბარსას ან ბავარიას ან თუნდაც სევილიას
999
20 ნოემბერი 2017 15:45
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული