
სტატიის წინა ნაწილში შემოგთავაზეთ აფხაზეთის დე ფაქტო ჩემპიონატიდან 5 გუნდი, რომელმაც მოწინავე პოზიციები დაიკავა. ახლა კი ბოლო 5 გუნდს წარმოგიდგენთ.
ბოლო მონაცემებით, რისი მოძიებაც შევძელით, 30 სექტემბერს ჩემპიონი "ათონი" გახდა, რომელიც ახალ ათონს ეკუთვნის.
მე-6 პოზიციაზე სოხუმის "დინამო" გავიდა, რომელიც კლუბის სახელობის სტადიონზე თამაშობს და ერთ-ერთი საუკეთესო არენა აქვს მთელ აფხაზეთში. სოხუმში დაახლოებით 62 914 ადამიანი ცხოვრობს. "დინამო" დე ფაქტო ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ გახდა ჩემპიონი,
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ec800ba41540d0d29a4eccf214eee8d4.png)
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/d219eb11e6d23b43f2ede3bb88fdf315.jpg)
"აბაზგიც" დედაქალაქური გუნდია და წელს მე-7 პოზიციაზე გავიდა. ისინი "დინამოს" სტადიონზე თამაშობენ. "აბაზგსაც" ერთხელ აქვს ჩემპიონობა მოპოვებული, 2001 წელს.
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/909cc894ba80d55081f42b906ed3a7dc.jpg)
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/735367941fe7bc99a308d10cf2843ba4.jpg)
მე-8 პოზიციაზე ოჩამჩირის გუნდი "ერცახუა", რომელიც ვიტალი დარასელიას სახელობის სტადიონზე თამაშობს. ოჩამჩირეში დაახლოებით 5280 კაცი ცხოვრობს. ამ გუნდს ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული, 1996 და 1998 წლებში.
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/c61dd0da9c336dbd41bf667f775d874c.jpg)
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/b5ade1d903298a846d39a2e9a9321795.jpg)
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/c926b00d153eea9a4eeb39d03dec0dbc.jpg)
ტყვარჩელის "შახტარმა" ბოლოადგილოსანს გოლების რაოდენობით აჯობა და მე-9 ადგილზე გავიდა. ამ კლუბს ჩემპიონატი არასდროს მოუგია და ისინი ტყვარჩელის ცენტრალურ სტადიონზე თამაშობენ.
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/16372f5866d44869a2c68dee4ea6d827.jpg)
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/8a750ee2479819b39868038a253a84f8.jpg)
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/bc31f123b8104a338e27d7fccf8d96ce.jpg)
წელს ყველაზე წარუმატებელი წელი გალის "სამურყაზანს" ჰქონდა. კლუბმა ბოლო პოზიცია დაიკავა და ადგილობრივ კლუბს არც არასდროს გამოუჩენია ჩემპიონატის მოგებით თავი. ქალაქში, ბოლო მონაცემებით, 7200 ადამიანი ცხოვრობს.
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/436e5a688e93f957a13c1b1e5fe62597.jpg)
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/da9649d9e74de35fc4bf070dfb85c11f.jpg)
![ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/244d98ae5641dfa6c91a369cb42d14cf.jpg)