
სტუმართა გუნდი როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და ოთხივე მეოთხედი მოიგო, ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთხელ, მესამე პერიოდში მოახერხა სხვაობის 8 ქულამდე შემცირება.
"დინამომ" E ჯგუფში ექვსივე მატში წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.
ამ შეხვედრაში "დინამოდან" 18 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკოლა გაჩეშა იყო, ხოლო "ისთანბულიდან" ივან ბუვა (22).