13:17 27-12-2017
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
AutoSharing Option
დღევანდელ სხდომას, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, არაერთი მოწვევის მიუხედავად, არ დასწრებია საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია.
შესაბამისად, მსჯელობა კლუბის მომავალზე აღმასკომის სხდომაზე არ შედგა.
"დღევანდელი აღმასკომის სხდომა მთლიანად ეძღვნებოდა ს.კ. "ზესტაფონს", ეს იყო ერთადერთი საკითხი დღის წესრიგში. თემაზე, რომელიც ძალიან აქტუალურია, სამწუხაროდ, მივიღეთ აბსოლუტურად არაადეკვატური რეაგირება.
როგორც იცით, ბოლო აღმასკომზე, ერთი თვის წინ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ილია კოკაია მოგვეწვია სხდომაზე. კლუბს ეცნობა, რომ ბატონი ილია კოკაია იყო მოწვეული აღმასკომის სხდომაზე, კონკრეტულად "ზესტაფონის" საკითხის განსახილველად.
ზუსტად ამიტომ შეიკრიბა აღმასკომი. სწორედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, მქონდა იმის განცდა და იმედი, რომ მას მართლაც აღელვებდა "ზესტაფონის" საკითხი, თუმცა ის, სამწუხაროდ, არ გამოცხადდა. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ეს არის უპატივცემულობა, რადგან აღმასკომი კონკრეტულად "ზესტაფონის" თემაზე შეიკრიბა.
ძალიან ვწუხვარ, უკვე მეორედ მოხდა ის, რომ ჩვენი მზაობა, ეს თემა საბოლოოდ გადაწყვეტილიყო, მათი მხრიდან იყო უარყოფილი. საკითხი, სამწუხაროდ, მის გარეშე ვერ განიხილებოდა, რადგან აღმასკომს უნდა მოესმინა თავად ილია კოკაიასთვის და შეეტყო მისი დამოკიდებულება. ფაქტია, რომ დღეიდან ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს, დაბრუნდეს ფეხბურთში", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ქართულ ფეხბურთს რომ ამ ეტაპზე მომავალი არ აქვს იცის კაცმა და რაზე უნდა ელაპარაკოს ფეხფურთის ეგრეთწოდებულ ხელმძღვანელებს.ფედერაცია ქართული ფეხბურთის მომავალზე რომ არ ფიქრობს ეს კარგად იცის ფეხბურთში ჩახედილმა საზოგადოებამ. ერთი ორი კაცი კი ამინდს ვერ შეცვლის.
3
2
kobiashvilma totalizatorze gakida kartuli fexburti, isedaz uxarisxo fexburti da tanaz tinastar shetanxmebuli shedegebi, egaa samtuxaro realoba((((
11
12
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული