ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2017 წლის აღმასრულებელი კომიტეტის ბოლო სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ერთადერთი საკითხი - ს.კ. "ზესტაფონის" შესახებ.

დღევანდელ სხდომას, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, არაერთი მოწვევის მიუხედავად, არ დასწრებია საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია.

შესაბამისად, მსჯელობა კლუბის მომავალზე აღმასკომის სხდომაზე არ შედგა.

"დღევანდელი აღმასკომის სხდომა მთლიანად ეძღვნებოდა ს.კ. "ზესტაფონს", ეს იყო ერთადერთი საკითხი დღის წესრიგში. თემაზე, რომელიც ძალიან აქტუალურია, სამწუხაროდ, მივიღეთ აბსოლუტურად არაადეკვატური რეაგირება.

როგორც იცით, ბოლო აღმასკომზე, ერთი თვის წინ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ილია კოკაია მოგვეწვია სხდომაზე.
კლუბს ეცნობა, რომ ბატონი ილია კოკაია იყო მოწვეული აღმასკომის სხდომაზე, კონკრეტულად "ზესტაფონის" საკითხის განსახილველად.

ზუსტად ამიტომ შეიკრიბა აღმასკომი. სწორედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, მქონდა იმის განცდა და იმედი, რომ მას მართლაც აღელვებდა "ზესტაფონის" საკითხი, თუმცა ის, სამწუხაროდ, არ გამოცხადდა. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ეს არის უპატივცემულობა, რადგან აღმასკომი კონკრეტულად "ზესტაფონის" თემაზე შეიკრიბა.

ძალიან ვწუხვარ, უკვე მეორედ მოხდა ის, რომ ჩვენი მზაობა, ეს თემა საბოლოოდ გადაწყვეტილიყო, მათი მხრიდან იყო უარყოფილი. საკითხი, სამწუხაროდ, მის გარეშე ვერ განიხილებოდა, რადგან აღმასკომს უნდა მოესმინა თავად ილია კოკაიასთვის და შეეტყო მისი დამოკიდებულება. ფაქტია, რომ დღეიდან ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს, დაბრუნდეს ფეხბურთში", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
kobiashvilma totalizatorze gakida kartuli fexburti, isedaz uxarisxo fexburti da tanaz tinastar shetanxmebuli shedegebi, egaa samtuxaro realoba((((
qomagi
16:38 27-12-2017
12
თქვენ ვის აბრუნებთ ფეხბურთში, კოკაიას თუ კლუბ ზესტაფონს? კოკაიას თუ არ უნდა, აღარ უნდა იყოს კლუბი ზესტაფონში?
zesta
16:05 27-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული