14 კლუბი 10 წელში - ვინ არის "სამტრედიის" ახალწვეული, რომელიც "ინტერში" თამაშობდა

AutoSharing Option
ვინ არის ივან ფატიჩი? - 29 წლის მონტენეგროელი მცველი, რომელსაც არაერთ გუნდში უთამაშია და რამდენიმე დღის წინ "სამტრედიას" ფეხბურთელი გახდა.

სანამ მის შესახებ მოყოლას დავიწყებდეთ, გეტყვით, რომ ფატიჩთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ორშაბათს, 22 იანვარს შემოგთავაზებთ.

ფატიჩის საფეხბურთო საწყისები ისეთ გუნდს უკავშირდება, როგორიც მილანის "ინტერია.

2007-09 წლებში, იგი სწორედ "ნერაძურიში" ირიცხებოდა, თუმცა იჯარით სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა. მთლიანობაში, მას "ინტერის" მაისური მხოლოდ 8 შეხვედრაში აქვს მორგებული.

2007-09 წლების პერიოდში კი, მან იჯარით "ვიჩენცასა" და "სალერინტანაში" თამაშიც მოასწრო.

2009 წელს, ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები "ჯენოამ"
გამოისყიდა. იმ დროს გენუელები სერია A-ში ასპარეზობდნენ და "ლუიჯი ფერარისის" სტადიონზე მონტენეგროელი ბურთს 8 შეხვედრის განმავლობაში აგორებდა.

გენუიდან ფეხბურთელი "ჩეზენაში" გაანათხოვრეს, სადაც მან 12 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის ავტორიც გახდა. შემდეგ იგი "კიევომ" გამოისყიდა. "მფრინავი ვირების" შემადგენლობაში ფატიჩს დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ამიტომ ვერონული კლუბიდანაც მალე გაანათხოვრეს.

სამწლიან მონაკვეთში, მან თამაში სამ გუნდში - "ემპოლიში", "ვერონასა" და "ლეჩეში" მოასწრო. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში, მას 14 შეხვედრაზე მეტი არცერთ გუნდში არ ჩაუტარებია.

2013 წელს ფატიჩი იტალიურ მოგზაურობას ასრულებს და სერბეთში ბრუნდება, სადაც მისი სატრანსფერო უფლებების განმკარგავი "ვოივოდინა" ხდება.

მან სერბულ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა, თუმცა წლის ბოლსთვის ურთიერთშეთანხმებით, კონტრაქტი გაწყდა. ამის შემდეგ იგი მონტენეგროს კლუბ "რუდარში" ირიცხება. ქალაქ პლივეიას კლუბის მაისური მან 12 შეხვედრაში მოირგო, თუმცა თავი გატანილი გოლით არ გამოუჩენია, რაც მისი საქმე ნამდვილად არაა, რადგან მცველია.

ამის შემდეგ ეგზოტიკის დრო დგება და ფატიჩი მალაიზიის ჩემპიონატში ინაცვლებს. ის ქალაქ სარავაკის ადგილობრივი სახელწოდების კლუბში ირიცხება, რომელიც ბორნენოს კუნძულებზე მდებარეობს. კლუბი მალაიზიის პრემიერლიგაში ასპარეზობდა და საინტერესოა, რომ ფატიჩი ამ გუნდში თითქმის 2 წლის განმავლობაში გაჩერდა.

მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. ამის შემდეგ ფატიჩი ბოსნიაში ინაცვლებს და ტუზლას "სლობოდაში" ირიცხება. აქ მან 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

და ბოლოს, მაკედონიური "შკუპი", სადაც მან 11 შეხვედრა ჩაატარა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. აქვე ვთქვათ, რომ ფატიჩს, თავისი ქვეყნის ნაკრების მაისური, 6 შეხვედრაში აქვს მორგებული.

როგორც ჩანს, ფატიჩი ახალ გამოწვევებს არ უფრთხის და მოგზაურობის დიდი მოყვარულიცააა.

საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს მისი სამტრედიული კარიერა. ფაქტი ერთია, მისი 10 წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ფატიჩს, 6 ქვეყნის,  14 სხვადასხვა კლუბში აქვს ნათამაშები.


მკითხველის კომენტარები / 2 /
warmatebebi samtredias.varskvlavebs tuar wyvetda gamocdili fexburteli mainc waadgeba klubs..bolo bolo seria A-s klubebshi aqvs natamashebi....
romandro
14:34 20-01-2018
0
რაც არ უნდა ემოგზაურა, სერია A-ს კლუბების ინტერესში ყოფილა გამუდმებით და საჩვენო კლასი ნამდვილად ექნება :)
Lagashi
11:40 20-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული