ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის კახი ცხადაძის შვილმა, ბაჩანა ცხადაძემ azerifootball.com-ს მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

"ახალი სეზონისთვის "რუსთავის" შემადგენლობაში ვემზადები, სადაც ახალი გუნდი დაკომპლექტდა. ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მიიწვიეს: ნუკრი რევიშვილი, დავით კვირკველია, ოთარ მარცვალაძე. მგონია, კარგი გუნდი გამოვა. მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ გაზაევია. დიდი მიზნები დავისახეთ და ჩვენგან ჩემპიონობას ელიან. ეს ძნელი მისაღწევი იქნება. იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება.

მივიღე თუ არა აზერბაიჯანიდან მოწვევა? ჯერ ეს მხოლოდ ლაპარაკის დონეზეა. არაფერი კონკრეტული. თუ კარგი წინადადებით მომმართავენ, სიამოვნებით დავბრუნები.

მამაჩემი ჯერ უმუშევარია. რუსეთის "ამკართან" იყო საწვრთნელ შეკრებაზე. ამ გუნდის მწვრთნელი გაჯი გაჯიევი მამაჩემის მეგობარია. სანამ წინადადებით მიმართავენ, უბრალოდ შეკრებაზე მონაწილეობა მიიღო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

წავიკითხე, რომ მამას "გაბალას" მწვრთნელად ნიშნავენ (იცინის - რედ.). დიახ, ამაზე ვკითხე, თუმცა ჩვენ ის ვიცით, რაც ყველამ. ჯერ გუნდის მწვრთნელი რომან გრიგორჩუკია და ჩემის აზრით, არასწორია იმ გუნდზე საუბარი, რომელსაც მწვრთნელი ჰყავს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა სხვებს რას ემდურით, ხომ ხედავთ ყველაფერი მეგობრობით კეთდება და იმასაც ვერ აკეთებს.ანუ არავის არ უნდა.

რუსთავშიც სათადარიგოში იქნება, ან იქნებ ,,ბარსში" მიიწვიონ, ვაი მწვრთნელი და ვაი ფეხბურთელი.
დათო
12:27 07-02-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული