გავუსწოროთ თვალი პრობლემებს - ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მიზეზები

AutoSharing Option
ჩვენს ქვეყანაში ხშირად იტყვიან ხოლმე - "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო", ან ეს ასეც შეიძლება ითქვას - "არაფერი გაუკეთებია, ამდენს მიაღწია, რომ ეშრომა, რაღას იზამდაო".

რამდენიმე დღის უკან ერთ-ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელთან, გიორგი ქოჩორაშვილთან ინტერვიუ ჩავწერე, რომელმაც მითხრა, ბევრი ფეხბურთელი პირველი ხელფასის შემდეგ სპორტს იმდენ ყურადღებას აღარ უთმობსო...

მსოფლიო სპორტი რომ ფინანსებმა წალეკა და არარეალური გარიგებები კეთდება, ფაქტია, თუმცა ამ გარიგებამდე მისვლას ხომ დიდი შრომა და პროფესიონალიზმი სჭირდება. ალბათ, ყველა შევთანხმდებით, რომ მსოფლიოს ყველაზე
ძვირად ღირებულ ფეხბურთელად არც ნეიმარი დაბადებულა და "ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოს კარიერაში ხუთჯერ "ჩაწყობით" არ მოუგია.

აგერ, უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ვწერთ პრობლემაზე, რომელიც ქართულ სპორტში ერთ-ერთ მთავარ თავსატეხად იქცა.

ინტერვიუ ისე არ ჩაივლის, რომ რესპონდენტს არ ვკითხოთ - "რატომ ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზაციას ქართველი ფეხბურთელები ქვეყნის ფარგლებს გარეთ?" - პასუხი სხვადასხვაა... ზოგი ამას აკლიმატიზაციას აბრალებს, ზოგიც ენის ბარიერს უტრიალებს; არიან ისეთებიც და მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, რომლებიც ამბობენ, მწვრთნელი შეიცვალა და ახალი მწვრთნელი არ მათამაშებდაო.

ირაკლი სირბილაძემ, რომელიც ფინეთის მე-3 ლიგის გუნდში გადავიდა, თქვა - ინფრასტრუქტურის პრობლემა აქ მე-4 ლიგაშიც კი არ აწუხებთ და შორიდან ყველაფრის ყურება ადვილი ჩანსო. მისივე თქმით, ჩვენს უმაღლეს ლიგაში 2-3 გუნდს თუ აქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც ფინეთის დაბალ ლიგებშია და ამიტომ არ მინდოდა საქართველოში დაბრუნებაო. ანუ პრობლემა ინფრასტრუქტურის არქონაა.

აქვე გაჩნდება კითხვა, პოლიგლოტად ალბათ არც კახი კალაძე დაბადებულა ან როგორ გადიოდა შოთა არველაძე აკლიმატიზაციას, ან მწვრთნელი ლევან კობიაშვილს არ შეცვლია?! მაშ, როგორ მიაღწიეს ამ ფეხბურთელებმა წარმატებას, როგორ ითამაშეს დიდი ფეხბურთი, რომლებსაც თავიანთ გუნდებში დღესაც იხსენებენ? ესე იგი, რა გამოდის, დღეს ქართველ ფეხბურთელებს შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი აკლიათ.

ერთ-ერთი ბოლო ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა, ბუდუ ზივზივაძეა. თბილისის "დინამოში" დაბრუნებულმა ფორვარდმა თქვა, "ესბიერგში" ჩემი წასვლა შეცდომა იყოო და იქვე დაამატა: ყველას ვურჩევდი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი არ დატოვონ და აგენტებს არ დაუჯერენო.

აქვე, ამის საპირისპირო არგუმენტსაც მოვიყვანთ. დაახლოებით ერთი თვის წინ "ბალმაზიუვაროშში" ლაშა შინდაგორიძე ჩაირიცხა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ადრეც ირჯებოდა. შინდაგორიძემ კი ზივზივაძისგან აბსოლუტურად განსხვავებული რამ გვითხრა:

"აქედან წასვლის შანსი მომეცა და ამას არ გამოვიყენებდი?!" სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა - დღეს აქედან გარბიან, გარბიან ისე, როგორც ფორესტ გამპი და შეიძლება მასზე სწრაფადაც.

ტყუილად კი არ გვითხრა სოსო ფრუიძემ, რომელსაც დღევანდელ ქართულ ფეხბურთში დიდი სიტყვა ეთქმის:

"ჩვენი ჩემპიონატი ორ ნაწილად გაიყო, ვინც აქედან წავიდა და ვინც კიდევ გაქცევაზეა".

ზოგადად, გადავხედოთ ბოლო წლების სტატისტიკას. სად მიდიან ეროვნული ლიგის ბომბარდირები თუ საუკეთესო ფეხბურთელები? ზივზივაძე უკვე ვახსენეთ და ამჯერად ეროვნული ლიგა 2017-ის საუკეთესო ბომბარდირ ირაკლი სიხარულიძეზეც ვთქვათ. მას კონტრაქტს თბილისის "დინამო" სთავაზობდა, მაგრამ რა გააკეთა მან? მანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა და თანაც ისეთ გუნდში ჩარიცხვა ამჯობინა, რომელიც თავისი ქვეყნის ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვის. ის კი იმით ახსნა, ამით უფრო განვვითარდებიო.


რა არის ამის მთავარი მიზეზი, რომ ფეხბურთელები საქართველოს საუკეთესო კლუბებიდან ისეთ კლუბებში მიდიან, რომლებიც დასარჩენად იბრძოლებენ? პასუხი ალბათ ფინანსებია. რა თქმა უნდა, განვითარების ახალი ეტაპი დგება, მაგრამ ფინანსები ამ გადაწყვეტილებაში დიდ როლს თამაშობს.

სავარაუდოდ, ჩვენს ჩემპიონატში, თუნდაც 1-2 ადგილზე მყოფ კლუბებს, არ აქვთ იმდენი ფინანსური რესურსი, რომ ფეხბურთელს იმაზე მეტი ხელფასი შესთავაზონ, რასაც ჩეხეთის თუ უნგრეთის ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები სთავაზობენ.

კვლავ სოსო ფრუიძის სიტყვებს მოვიყვანთ, რომელმაც თქვა, ფული არ გვაქვს, ფეხბურთელები გარბიან და როგორ გავაჩეროო? ყველაფერ ამას კი მოსდევს შემდეგი - გუნდები ყოველწლიურად იშლებიან და უამრავი კლუბია ისეთი, რომელიც სეზონიდან სეზონამდე რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობით ასპარეზობს. ეს ყველაფერი კი მომავალში შედეგებზეც აისახება, ევროპულ თასებზე ჩვენი გუნდების ერთი ეტაპის გავლაც ხომ სანატრელი გაგვიხდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მთავარზე, რაზეც საუბრობდა, ეს დისციპლინა იყო - ყველას გახსოვთ მისი ცნობილი გამოთქმები "მოჯაჰედირი" თუ "გოგუები და მესები". ქეცბაიას თავისი მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, მაგრამ რას ამბობდა ის ტყუილს?! ბოლო პერიოდში ხომ ხმა თავად ფეხბურთელებმაც ამოიღეს და ამბობენ, რომ ქართველ ფეხბურთელს დისციპლინის დაცვა უჭირსო.

ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს და ჟურნალისტს ყველა სპორტსმენის წარმატება რომ სურს, ფაქტია და ამაზე საუბარი ალბათ ზედმეტიც კი იქნებოდა. უბრალოდ, ამ სტატიით ვცდილობთ იმ პრობლემებს თვალი გავუსწოროთ, რომლებიც რეალურად არსებობს და სიბრმავე და თვალის დახუჭვა ხომ ყოველთვის ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

ფაქტი ერთია, დღეს ქართულ ფეხბურთში ათასი აზრი მუსირებს - ზოგი "ფულის მონებს" ეძებს, ზოგსაც 26 ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთად მოჰყავს და ჩემპიონობას აპირებს, ზოგსაც ფეხბურთის მაგელანები ჩამოჰყავს და იმერეთში ათამაშებს.

ქართული ფეხბურთი კი სულს ღაფავს, უკვე იმდენად, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატიც კი აღარ უშველის.
მკითხველის კომენტარები / 29 /
რა ბაზების არქონა და ხელფასები, რატომ მთავარზე არ წერთ, აფრიკაში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ჩვენზე უკეთესი პირობები აქვთ? დღევანდელ ქართულ ფეხბურთში, ნაკრებში, თუნდაც უმაღლესი ლიგის გუნდებში რამდენი თამაშობს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახიდან, მგონი არცერთი, ლათინოსი და აფრიკელი ვარსკვლავების 98% უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიდან არიან, მაგრამ იქ ნიჭიერი ბავშვები "სასტავიდან" არ ამოუგდიათ, მიუხედავად უფულობისა შეკრებაზეც და თამაშებზეც მწვრთნელებს თავის სახსრებითაც კი წაუყვანიათ, გვერდში დადგომიან. აქ კი პერსპექტიულ ბავშვზე არავინ ფიქრობს, ლენდ კრუიზერიან მამიკოს ბიჭს დააყენებს ძირითადში და ფულსაც აჩუქებს იცის მამიკო, ან ძმაკაცის შვილი დააყენებს სასტავში, მეგონა სასიკეთოთ შეიცვლებოდა ყველაფერი, მაგრამ უარესად გაუმაძღართა კლანი მოვიდა ფედერციის სათავეში, სახელმწიფოს ანუ ჩვენი ფულით აფინანსებენ ვითომ გუნდებს, იქ ჩვენი პატივცემული მწვრთნელები ისევ შეყრიან თავის სანაცნობოს და ურიგებენ უნიჭოებს ხელფასებს და თან "ატკატებიც" მიდის უკან, ვის აინტერესებს პერსპექტიული ბავშვი, საკუთარ მუცელზე ფიქრობენ მხოლოდ
llcl
08 თებერვალი 2018 13:29
1
მარტო ფული არა კვახი.
არასწორად ზრდიან ფეხბურთელებს. ვგულისხმობ, ფეხბურთთან მიდგომას, ფეხბურთის ფილოსოფიას, ზოგადად ტაქტიკას, ფიზიკას, სირბილს, მოძველებულ ტექნიკას, ბურთის თრევას, უაზრო ინდივიდუალიზმა, ეგოისტობა, მოედნის ხედვას, კონკრეეტულ ტაქტიკას ამა თუ იმ ეპიზოდში, დროის უაზროდ ფლანგვას ბურთის დამუშავებისას, ყველას უნდა ინდივიდუალურად გააღწიოს უცხოეთში, თუმცა ხსნა გუნდურობაშია. და ბოლოს არასწორი მენეჯმენტი, უაზრო მენეჯმენტი, არასწორი კანონები, მორალი.
ქეცბაია ახსენეთ. ეგ არ იძახდა, მკვდარია ქართული ფეხბურთიო. ჰოდა მკვდარს დასაფლლავება უნდა და მის სახელზე ბავშვი აღმზრდელმა უნდა გაზარდოს.
haha
08 თებერვალი 2018 11:20
1
მე თუ მკითხავთ მცველები და საერთოდ ჩამშლელი ფეხბურთელები უფრო იკიდებენ ფეხს საზღვარგარეთ და ამის მიზეზი ისაა რომ შემტევი ფეხბურთელები ეგოისტებად არიან ჩამოყალიბებულები.აქ რო დაიჭერენ ბურთს და პასის მიცემა აღარ უნდად იქ ეგრევე სკამზე სვამენ და მერე იწყებენ წუწუნს!უბურთოდ სირბილი არავის უნდა და თანამედროვე სტილს ვერ უწყობენ ფეხს.რას ჰგვანან დააკვირდით ჩვენი შემტევები!იქ ერთს მიკრავენ მხარს და მორჩა შესაცვლელია!მწვრთნელების ბრალიცაა,ამოიჩემებენ ტექნიკურ ბავშვებს და სულ რომ აღარ ვარჯიშობდეს მაინც იმას ათამაშებენ და იმას ვინც ოფლს ღვრის და ვარჯიშს არ აცდენს სკამს ახეხინებენ!სულ ესაა!
ზვიად
08 თებერვალი 2018 12:59
1
ჩემს აზრს ვიტყვი.
მთავარი პრობლემა ქართველ ხალხში,ერთობა არ გვაქვს.ყველამ ვიცით რა პრობლემაცაა მაგრამ არაფერს ვაკეთებთ.ავდგეთ გამოვიდეთ ერთად დავდგეთ და მოვთხოვოთ საქმის კეთება ფედერაციასა და ხელისუფლებასაც.ხალხი უნდა აკონტროლებდეს ყველა სახელმწიფოს მოხელეს,აქ კი პირიქითაა ისინი გვაკონტროლებენ.როცა დანაშაულისთვის და ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის ფულის ჯიბეში ჩადენისათვის პასუხს არავინ სთხოვთ არ შეწყვეტავენ ამის კეთებას არა.დღეს ფული ისეთი რამეა ყველას გვინდა და მისი მოპარვით თუ არავინ მოგვთხოვს პასუხს ყველა მოვიპარავთ.
ევროპელებს არ უყვართ ფული გგონიათ?მაგრამ იქ ხალხი არ აძლევს მოპარვის უფლებას.რა ხალხიც ვართ ის ქვეყანა გვაქვს,გავერთიანდეთ ერთმანეთის ჭამას მოვრჩეთ,ვაკონტროლოთ მთავრობა სანამ გვიანი არაა.მადლობა ყურადღებისთვის
მერო
08 თებერვალი 2018 11:58
0
თემურ ქეცბაია 99 % სიმართლეს ამბობდა და მისთვის რო დაეჯერებინათ ეხლა უფრო წინ ვიქნებოდით მაგრად ჩვენ ხო ჩვენიანის წარმატება და კარგი არ გვიხარია.ქართველი უნდა შევჭამოთ და ძირი გამოვუთხაროთ.ეხლა რატო არ იწვევს მინაშვილი ნაკრების მწვღტნელს გადაცემაში და რატო არ უსვამენ იმ კითხვებს რითიც ქეცბაია გააგიჯეს და ბოლოს იმდენი ქნეს რო წავიდა კაცი.ჩვენი მთავარი პრობლემა არის ბევრი არაპროპესიონალი რო ტრიალებს საფეხბურთო სფეროში.როგორც კლუბში ასევე ზემოთ რომლებმაც სწორად საქმის კეთEბა არ იციან.ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიტყვი.გავაკეთოთ კახეთში იმერეთში სამეგღელოში აჯარაში და რეგიონებში აკადემიები ოღონდ ჩამოვიყვანოთ აგალგაზრდა უცხოელი მწვღთნელები და მივცეთ მას დავისუფლება.არ უნდა იყოს ეს იმის შვილია ეს ამის ნატლულია ესეთი მიდგომა.ვინც დაიმსახურებს ის მოხვდეს ამ გუნდებში სადაც არანაირი გადასახადი არ იქნება.და ბავშვებს ყველაფერი ექნებათ რო ფეხბურთზე იფიქრონ.
rodemdeeeee
08 თებერვალი 2018 12:59
1
მტელი ქართული საფეხბურთო სამყარო არის ერთი დიდი ბოღმის ბუკეტი,ერთმანეთს ჭამენ, დაყოფილებიო არიან სასტავებად და ისე დადიან თითქოს მსოფლიოს სტადიონები გადახნული აქვთ. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც და ეს ბოღმიანი ხალხი საქმეს ვერასდროს ვერ გააკეთებს...
gg
08 თებერვალი 2018 13:59
1
ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის გამოსავალი იმაშია რომ ყველა კლუბი უნდა გახდეს კერძო და არცერთი თეთრით არ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ. მხოლოდ თასის აღებაზე და ჩემპიონატის მოგებაზე უნდა გასცეს საკმაოდ დიდი პრემია, მაქსიმუმ სამეული დააჯილდოვოს!!!
fsiuuu
08 თებერვალი 2018 15:09
3
რაც კობისშვილს,კალაძეს და მაგათ საძმოს ფული აქვთ ერთი საფეხბურთო აკადემია გაეკეთებინათ ამ საბიუჯეტო სამსახურებში რომ მოკალათდენ და ისედაც ღატაკი ქვეყნის დამშეულ ბავშვებს უკანასკნელ კაპიკებს ართმევენ.მიბაძონ ზაზა ფაჩულიას.
ჯამლეტი
08 თებერვალი 2018 11:37
6
ერთი გუნდი მაინც როგორ არ შეიძლება იყოს ქვეყანაში ნორმალური დონის, მარა არ აინტერესებთ. სპორტშიც ის სიტუაციაა რაც ქვეყანაში! რეგრესი ყველგან!
ლევანი
08 თებერვალი 2018 11:14
1
სანამ კობიაშვილი ჭკუაზე არ მოვა და სამივე ლიგის კლუბების პრივატიზებას არ დაასახელებს პირობად ამ ლიგებში მონაწილეობისათვის,მანამ არაფერი იქნება.
ფონდის ფულები მხოლოდ ინფრასტრუქტურას და თას- პრიზიორთა წახალისებას უნდა მოხმარდეს.ეს მაყურებლების ტარება და მათზე ტაპოჩკების ყიდვა სიგიჟეს უფრო წააგავს.წელსაც გორის დილას და ტორპედოს მეპატორნეთა ხარჯები კლუბისათვის უფრო ნაკლები იქნება ვიდრე ფონდის საბიუჯეტო თანხები და ასეთი ფეხბურთის თქვენ გწამთ?
მიყურეთ და ამთქნარეთ
08 თებერვალი 2018 15:31
1

სიახლეები პოპულარული