კახა ცხადაძე: თუ ყაზახეთის ნაკრები მომმართავს წინადადებით - რა თქმა უნდა, მივიღებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს კახა ცხადაძეს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ყაზახურმა სპორტულმა პორტალმა sports.kz-მ, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

- კახაბერ ჯუმბერის ძევ, როგორაა თქვენი საქმეები? ამჟამად რით ხართ დაკავებული? თქვენი შემოქმედებითი შვებულება ძალიან გაგრძელდა, თავად როგორ თვლით?
- ჯერჯერობით სახლში ვარ. სასურველ წინადადებას ველი. მე ყოველთვის ამბიციურ გუნდებში ვმუშაობდი, რომლებიც მაღალ მიზნებს ისახავდნენ ანუ ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. პრინციპში, შვებულება ამიტომ გამიგრძელდა.

- ყაზახეთში ჯერაც განიხილავენ ერთა ლიგის კენჭისყრას, სადაც საქართველოსა და ყაზახეთის გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ვის თვლით ფავორიტად?

-  პრინციპში, ჩვენს ჯგუფში წილისყრა ყველა გუნდისთვის მკაცრი იყო, რადგან ჩემის აზრით, ეს D ლიგაზე ყველაზე ძლიერი ჯგუფია. ამ ჯგუფიდან გასვლა ძნელია, რადგან შესანიშნავად ვიცი საქართველოს ეროვნული გუნდის პოტენციალი, რომელსაც ადრე ვწვრთნიდი და შესანიშნავად ვიცი ყაზახეთის ნაკრების შესაძლებლობები.

ფავოროტები რა თქმა უნდა, საქართველო და ყაზახეთია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მწვრთნელებზე, რომლებმაც თავიანთი შეგირდების პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. იმავე ლატვიასთან და ანდორასთან რთული გასვლითი მატჩები იქნება.

- ჯერჯერობით ჩვენს ნაკრებს მწვრთნელი არა ჰყავს. თქვენნაირი სპეციალისტი დიდი იშვიათობაა. ჩვენს ფეხბურთს შესანიშნავად იცნობთ. საკუთარი თავი ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად არ წარმოგიდგენიათ? მზად ხართ ჩაუდგეთ ჩვენს გუნდს სათავეში და მშობლიური ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდეთ?
- უკვე ვთქვი, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი თავის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს კარგად იცნობდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და თავის წარმოჩენის საშუალება იქნებოდა. უდავოა, მე ჩემი პლუსები მაქვს - შესანიშნავად ვიცნობ საქართველოს ნაკრების როგორც გუნდის და ცალკეული ფეხბურთელების პოტენციალს. იგივეს ვიტყვი თქვენს გუნდზეც. დიდ სირთულეს აქ სამუშაოდ ვერ ვხედავ.

ეს ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, ამ პოსტზე მთავარი კანდიდატი მაინც სტანიმირ სტოილოვი იქნება, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო. ვფიქრობ, ამ აზრისაა ყაზახეთში ყოველი მეორე გულშემატკივარი, თუ ყველა არა. პირველი კანდიდატი სტოილოვია. თუ დათანხმდა, ნაკრებში პერსპექტივა აქვს. თუ მე მომმართეს წინადადებით - რა თქმა უნდა, მივიღებ.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ყველას მოგმართავთ:სხვა კუთხით შეხედეთ ამ საქმეს,ეს სპორტია,კახას ვინც მოღალატეთ აცხადებთ ფეხბურთთან არაფერი გესაქმებათ,კახას კი არ უნდა ვეძახოთ მოღალატე,არამედ საქართველოს ფეხბურთელებმა ისწავლონ ფეხბურთი და ბოლო წუთებზე ბურთის საკუთარ კარში გაუშვებას თავი დაანებონ,ეს სენი,მარტო ნაკრებს არ ჭირს ეს ყველა ქართული კლუბების სენია,რაც შეეხება კახას ის პროფესიონალი მწვრთნელია და სადაც საქმეს მიცემენ იქ იმუშავებს,თუ ძლიერები ვართ კახას გაწრვთნილ ყაზახეთს მოუგოთ,თუ ასე მიუდგებით,მაშინ კახა ვერცერთი ქვეყნის ნაკრებს ვერ ჩადგება სათავეში იმის შიშით ვაი საქართველოს ნაკრებს არ შეხვდესო,რა გამოდის ვაისი თავისი ქვეყნის მოღალატეა?ან მიულერი გერმანიის?გაალი ჰოლანდიის? და ა.შ. მოღალატის იარლიკის მიკერებას თავი დავანებოთ და ჩვენ უნიათობას და კუდაბზიკობას მივხედოთ და მოვიშოროთ.
ნიკოლოზი
08:54 08-02-2018
3
ვფიქრობ დამატებით ინტრიგას შესძენს
თამაშებს კახა რომ გახდეს ყაზახეთის მწვრთნელი.არაა სამშობლოს ღალატი ჩემი აზრით. სადაც დაგაფასებენ იქ უნდა წახვიდე.
გიორგი
02:34 08-02-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული