ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა

AutoSharing Option
ირაკლი მოდებაძემ, რომელმაც კარიერ 33 წლის ასაკში დაასრულა, ამჟამად გორის ''დილას" სელექციონერად მუშაობს.

მოდებაძე გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში საინტერესო თემებზე საუბრობს და ქართული ფეხბურთის გადარჩენის რამდენიმე მეთოდსაც აღნიშნავს.

- ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფომ საგანგებოდ პროგრამა მიიღო და ახორციელებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზეც დაიწყოს დახმარება.

ახლა რა ხდება - კლუბი სასპონსორო ხელშეკრულებას აფორმებს და მერე იმ სპონსორის საჯაროდ დასახელება არ შეიძლება, რეკლამად ითვლებაო. აბა, ასეთ დეტალებში თუ არ იქნება ხელშეწყობა, მაშინ სპონსორი კლუბში რატომ მივა?

-
კლუბების განვითარება ახსენეთ და ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- მე ისევ ბატე-ს მაგალითს მოვიყვან. ბელარუსული გუნდი 5-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სამჯერ - ევროპის ლიგისაში. ტყუილია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ თავიდანვე დიდი ფული დახარჯეს.

- არ დახარჯეს? გუნდს ხომ ბელარუსში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ანატოლი კაპსკი პატრონობს...
- მან კლუბში ფული დააბანდა, მაგრამ ბევრად მეტი - სწორი მიდგომით გამოიმუშავა. ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა - მათ წარმატებაში ფულზე მნიშვნელოვანი სწორი მენეჯმენტის ფაქტორი იყო.

2002 წელს ბატე-მ ბელარუსის ნაკრების თავდამსხმელი ვიტალი კუტუზოვი "მილანში" მილიონ ევროდ გაყიდა და ყველაფერი აქედან დაიწყო.

ეს თანხა პრემიებად კი არ დაარიგეს, კარგი მწვრთნელი მიიყვანეს, რომელმაც გამოცდილი ლეგიონერები შეარჩია, პლუს, კარგი სელექციის ხარჯზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიმატა და ასე გაძლიერდა გუნდი.

მერე ეს გუნდი შეინარჩუნეს და ევროპაში ყოველ მომდევნო სეზონში უკეთ დ უკეთ თამაშობდნენ. ამას მოჰყვა შემოსავლები უეფასგან და სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან, პლუს სპონსორები და შედეგად მიიღეს ის, რომ დღეს პოსტსაბჭოურ სივრცეში ბატე ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია.

იქ ნათამაშებ ფეხბურთელებს ევროპაში გზა ხსნილი აქვთ. ანუ გუნდის შენება მილიონი ევროდან დაიწყეს და არა დიდი ფულით.

ინტერვიუს გაგრძელება იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 3 /
სპოსნორის საჯაროდ დასახელბა არ შეიძლება ???? ეგეთი რამე პირველად მესმის. თუ თვითო არ სურს სპონსორს რომ გამოჩნდეს სხვა ამბავია და ისე ეგეი რამე სად იზღუდება არ ვიცი. თუ მაინცდამაინც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიაა სხვა ამბავია.
განდაგანა
13:07 18-02-2018
0
ჰვენტანაც ეგრეა ოგოტ ფული ფიფიას მიაქ და მუტაქასჰი ინახავს.
bajo
12:41 18-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული