ფუტსალის ლიგა: უკვე ოფიციალურად, ოთხეული გარკვეულია!

AutoSharing Option
17 და 20 აპრილს, ქუთაისსა და თბილისში, საქართველოს ფუტსალის ლიგის XVI ტურის შეხვედრები გაიმართა.

სასტარტო დაპირისპირება 17 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელში ადგილობრიბმა მართვემ თბილისს უმასპინძლა და მოულოდნელად 7:5 დაამარცხა.

ეს ქუთათურების მესამე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში. მართვეს რიგებში ოთხი გატანილი გოლით ოთარ ბერეჩიკიძე გამოირჩა.

ტურის დარჩენილ შეხვედრებს თბილისის ოლიმპურმა სასახლემ უმასპინძლა.

იოლი გამარჯვება იზეიმა აგორამ, რომელმაც აფხაზეთი 11:1 დაამარცხა. საკუთარ გუნდს ჰეთ-თრიკით დაეხმარა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გიგა დანელია, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 25 გოლია

მატჩის შემდგომი კომენტარი:
ლაშა სიგუნავა,
აგორა: "ჩვენი დღევანდელი მეტოქე აფხაზეთი ახალგაზრდული გუნდია, ამიტომაც გამოცდილ გუნდებთან თამაში უჭირს, მიუხედავად ამისა ნორმალურად გამოიყურებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ძალების დაზოგვის ხარჯზე მოვახერხეთ მოგება.

ახლახანს დაგვემატა ბრაზილიელი ლეგიონერი ბრუნო მელო, რომელიც გამოცდილი ფეხბურთელია და "იბერია სტრაშიც" თამაშობდა ასევ "თბილისიდან" დავიმატეთ ორი ფეხბურთელი და რუმინეთიდან დაგვიბრუნდა მეკარე დავით კეფაშვილი. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ გავძლიერდებოდით."

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტუ-თელასის დაპირისპირება, რომელშიც "ენერგეტიკოსებმა" გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე გაიტანეს - 4:3. სამი ქულა საკუთარ გუნდს გიორგი სოზაშვილმა მოუტანა, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ გამარჯვებით, თელასმა პლეი-ოფისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს ბსუ-ს 15 ქულით გაუსწრო და ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგის მიხედვით, წრიული ეტაპის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 1/2 ფინალში თამაში ოფიციალურად გაინაღდა.

მატჩის შემდგომი კომენტარი:
შოთა ჭანუყვაძე, თელასი: "მეორე ნახევარში მოვეშვით, ალბათ ვირწმუნეთ გამარჯვება, რაც შეცდომა არის და სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია ეს ყველაფერი. ჩვენი საფიქრალი ამ მომენტისთვის უფრო პლეი-ოფია. რაც შეეხება ჩემს გადმოსვლას თელასში - არ გამჭირვებია გუნდთან ადაპტაცია, იმედია გაცილებით უფრო კარგ ფორმაში შევალ და ჩემს გუნდს დავეხმარები, რაც შეეხება ჩემს სადებიუტო გოლს თელასის რიგებში მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე."

XVI ტური, მიმიდნარე გათამაშების, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრით დასრულდა. ტატიშვილისა და კოლხის საოცრად დაძაბულ და დრამატულ დაპირისპირებაში "მედიკოსებმა" 4:2 დაამარცხეს მეტოქე, რითიც სატურნირო ცხრილში პირველობა კიდევ უფრო გაიმყარეს.

სანახაობრივ ფეხბურთთან ერთად, შეხვედრაში ემოციური ფონიც ჭარბობდა, რაზეც მსაჯების მიერ ნაჩვენები ორი ყვითელი და სამი წითელი ბარათიც მოწმობს. მატჩში ანგარიში ტატიშვილის ლიტველმა ლეგიონერმა ჟუსტინას ზაგურსკასმა გახსნა, რომელმაც საქართველოს ფუტსალის ლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა.

მედიკოსთა რიგებიდან ასევე ვახტანგ კეკელია, გიორგი ქურდაძე და გიორგი სილაგავა გამოირჩნენ, კოლხის მოთამაშეებიდან კი საპასუხო გოლი დიმიტრი ანდღულაძისა და გოგლა ჭოხონელიძის ანგარიშზეა.

მატჩის შემდგომი კომენტარი:
ამირან ცხომარია, კოლხი: "ისეთი თამაში იყო როგორიც ტურის ცენტრალურ მატჩს შეეფერებოდა, პირველ-მეორე ადგილოსნები ვეთამაშებოდით ერთმანეთს და ვფიქრობ გულშემატკივარმა ძალიან საინტერესო მატჩი იხილა.

მარცხის მიზეზად შეიძლება ახალ მწვრთნენილს ფაქტორი ჩაითვალოს, ახალი დაწყებული გვაქვს მუშაობა და ვფიქრობ მაქსიმუმი შევასრულეთ მისი დავალებების, მაგრამ ტატიშვილი საკმაოდ ძლიერი გუნდია,რომელსაც ახალი ლეგიონერი ჰყავს, დაუბრუნდნენ ტრამვირებული ფეხბურთელებიც.

რაც სეეხება სათამაშო მომენტებს- წითელი ბარათის პირველი ეპიზოდი როდესაც ჩვენი გუნდელი ბაბაკი გაძევეს მოედნიდან ვერ დავინახე, არ ვიცი რა მოხდა. რაც შეეხება მეორე წითელს დარჩია სანამ შეხლა-შემოხლა იქნებოდა მანამდედაც გასაგდები იყო, რადგან უხეშად ითამაშა. მსაჯებზე არაფერს ვიტყვი, უბრალოდ შეეძლოთ ბაბაკის შემთხვევაში დავენდეთ და მოედნიდან არ გაეძევებინათ."

ვახტანგ ჯვარაშვილი, ტატიშვილი: " ძალიან დაძაბული გამოვიდა ეს თამაში, როგორც გოლების მხრივ, ასევე დაძაბულობის მხრივ და წითელი ბარათების მხრივ. რაც შეეხება ჩემს კონკრეტულ მომენტს იყო სათამაშო ეპიზოდი, დავასწარი ბურთზე და გამოვხატე ემოციით. ეს არ იყო კონკრეტულად მის მიმართ მიმართული. ეს იყო უბრალო ემოცია, რომელიც თამაშს თან ახლავს.

ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო, სადაც მსაჯმა გადაწყვიტა წითელი ბარათი ეჩვენებინა მისთვის. ასევე მინდა მივულოცო ჩვენს ახალ ლეგიონერს შედეგიანი დებიუტი და იმედია, რომ დაგვეხმარება."

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა XV ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, კოლხი-გულრიფშის ფეხბურთელი, გოგლა ჭოხონელიძე გახდა.

16 ტურის შემდეგ ტატიშვილი 39 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს მდევარ აგორას 2 ქულით უსწრებს. 35 ქულა აქვს მესამე ადგილზე მყოფ კოლხს, ხოლო სტუ-თელასი 34 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. XVII ტურის შეხვედრები 24 და 27 აპრილს ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

17.04.2018. ფუტსალის ლიგა. XVI ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)
თბილისი- მართვე (ქუთ) 5:7 (2:2)
გოლები: 0:26’ ჯანგავაძე (1:0), 04:06’ ბერეჩიკიძე (6მ.1:1), 10:50’ ბერეჩიკიძე (1:2), 16:23’ ჯოხაძე (2:2), 22:57’ ხაჭაპურიძე (2:3), 26:03’ ბერეჩიკიძე (2:4), 26:55’ ხაჭაპურიძე (2:5), 27:39’ ჩოგოვაძე (2:6), 33:51’ ბერეჩიკიძე (2:7), 36:19’ ჯოხაძე (3:7), 39:36’ ჯანგავაძე (4:7), 39:38’ ჯოხაძე (5:7)
გაფრთხილება: 08:53’ ჩოგოვაძე (მარ), 37:12’ სამყურაშვილი (თბი)

20.04.2018. ფუტსალის ლიგა. XVI ტური (ოლიმპიური სასახლე)
აფხაზეთი - აგორა 1:11 (0:3)
გოლები: 09:04’ ბობოხიძე (0:1), 09:29’ დანელია (0:2), 15:03’ გოგოხია (0:3), 24:43’ დანელია (0:4), 25:33’ ალავიძე (0:5), 26:53’ კობაიძე (0:6), 27:36’ ალავიძე (0:7), 32:01’ ბ.მამაგულაშვილი (1:7), 33:05’ დანელია (1:8), 33:20’ ბობოხიძე (1:9), 34:26’ მამაცაშვილი (1:10), 37:45’ ჩიმაკაძე (1:11)
გაფრთხილება: 19:27’ ჯანელიძე (აფხ)

ბსუ(ბთ) - სტუ-თელასი 3:4 (1:2)
გოლები: 04:16’ ნინიძე (1:0), 11:48’ ჭანუყვაძე (1:1), 16:50’ სოზაშვილი (1:2), 21:29’ სოზაშვილი (1:3), 36:25’ ჯალაღანია (2:3), 39:10’ ჯალაღანია (3:3), 39:41’ სოზაშვილი (3:4)
გაფრთხილება: 19:58’ დოლიძე (ბსუ), 33:37’ მაისაია (თელ)

ტატიშვილი - კოლხი-გულრიფში 4:2 (1:0)
გოლები: 10:28’ ზაგურსკასი (1:0), 24:08’ კეკელია (2:0), 25:29’ ანდღულაძე (2:1), 28:38’ ქურდაძე (3:1), 29:54’ სილაგავა (4:1), 38:31’ ჭოხონელიძე (4:2)
გაფრთხილება: 09:55’ დარჩია (კოლ), 27:09’ ნაბათალიზადე (კოლ)
გაძევება: 23:42’ ალავერიქჰანი (კოლ), 38:59’ დარჩია (კოლ), 38:59’ ექიზაშვილი (კოლ)

ბომბარდირები: გიგა დანელია (აგორა) – 25, გიორგი სილაგავა (ტატიშვილი), ოთარ ბერეჩიკიძე (მართვე) – 21, კახაბერ გოგოხია (აგორა) - 19

* * *

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK","ნაბეღლავი",იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული