სასტარტო შეხვედრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი" ვიცე-ჩემპიონ "ტატიშვილს" დაუპირისპირდა და 5:0 სძლია. ანგარიში მატჩის მეცხრე წუთზე შოთა ჭანუყვაძემ გახსნა, ერთ წუთში კი უპირატესობა შოთა თოფურიამ ორამდე გაზარდა.
ამის შემდეგ "ტატიშვილი" ცდილობდა მატჩში გარდატეხის შეტანას, თუმცა უშედეგოდ. გადამწყვეტი უპირატესობა "ენერგეტიკოსებმა" მატჩის მიწურულს მოიპოვეს, როდესაც "მედიკოსები" 5 ფეხბურთელით უტევდნენ. ორი გატანილი გოლით თავი ნუკრი ჭუმბურიძემ გამოიჩინა, ერთი ბურთი კი გიორგი სოზაშვილის ანგარიშზეა.
მატჩისშემდგომი კომენტარი:
ავთანდილ ასათიანი,
ალექსანდრე ძაბირაძე, "ტატიშვილი": "ეს პლეი-ოფია, აქ ნიუანსები წყვეტს ყველაფერს, დღეს კი ეს ყველა ნიუანსი "თელასმა" გამოიყენა. თამაში ორ მოგებამდეა. ხვალ ახალი დღეა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად გამოვიდეთ შემდეგ თამაშზე. მეტოქეს აქვს ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მათ მოიგეს მონდომების ხარჯზე. ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას".
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, ერთმანეთს "კოლხი-გულრიფში" და "აგორა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ "აგორას" გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
ანგარიში მეოთხე წუთზე გაიხსნა, ბაბაკ ალავერიქჰანის შედეგიანი გადაცემა გოლად ამირან ცხომარიამ აქცია. მალევე "ფინანსისტებმა" ანგარიში ლევან კობაიძის შედეგიანი დარტყმით გაათანაბრეს. პირველი ნახევრის დასრულებამდე 15 წამით ადრე გიორგი ჩიმაკაძემ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი.
მატჩის მეორე ნახევარი საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა და ორივე გუნდს გოლის გატანის არაერთი შანსი მიეცა, თუმცა გუნდები თითო-თითო შედეგიანი დარტყმით დაკმაყოფილდნენ - ჯანო გიორგაიას გოლს მატჩის ბოლო წუთზე ბაბაკ ალავერიქჰანმა უპასუხა.
მატჩისშემდგომი კომენტარი:
გიორგი ჩიმაკაძე, "აგორა": "დაძაბული შეხვედრა იყო. პირველ ნახევარში ვაჯობეთ მეტოქეს. მეორე ტაიმში არ გამოვიყურებოდით კარგად, თუმცა საბოლოოდ ვიპოვეთ ჩვენი თამაში. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. წინ მინიმუმ კიდევ ერთი თამაში გველის, თუმცა, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ შემდეგ მატჩში დავამთავროთ ყველაფერი".
ამირან ცხომარია, "კოლხი": ძალიან დაძაბული და რთული მატჩი იყო. ფორტუნა, ვთვლი, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს აღმოჩნდა. გვქონდა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ჩვენი დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. ყველაფერი წინ არის. მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას".
01.06.2018. ფუტსალის ლიგა. 1/2-ფინალი. I თამაში
ტატიშვილი-თელასი 0:5 (0:2)
გოლები: 08:31’ ჭანუყვაძე (0:1), 09:44’ თოფურია (0:2), 37:08’ სოზაშვილი (0:3), 37:57’ ჭუმბურიძე (0:4), 38:48’ ჭუმბურიძე (0:5)
გაფრთხილება: 29:20’ კეკელია (ტატ), 29:20’ თოფურია (თელ)
კოლხი-გულრიფში - აგორა 2:3 (1:2)
გოლები: 03:07’ ცხომარია (1:0), 06:40’ კობაიძე (1:1), 19:45’ ჩიმაკაძე (1:2), 36:15’ გიორგაია (1:3), 39:01’ ალავერიქჰანი (2:3)
გაფრთხილება: 01:56’ ბობოხიძე (აგო), 35:46’ ჩიმაკაძე (აგო), 37:47’ ცხომარია (კოლ)
ბომბარდირები: ოთარ ბერეჩიკიძე (მართვე) – 32, გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) – 31, ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი) - 26, გიგა დანელია (აგორა) - 25
* * *
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური