დარასელიას თასი: მინსკის "დინამომ" "ვიტესთან" იმარჯვა

AutoSharing Option
საკმაოდ საინტერესო და თვალსასეირო მატჩი გაიმართა მინსკის დინამოსა და არნემის ვიტესს შორის. ორივე გუნდი მთელი მატჩის მანძილზე შეტევაზე იყო ორიენტირებული და სანახაობაც გამოვიდა. ანგარიში მატჩის 25- ე წუთზე ანტონ საკოვსკიმ გახსნა, თუმცა მანამდე აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ალექსეი ფირსოვი გააძევა, ჰოლანდიელებმა კი პენალტის შედეგიანად გამოყენება ვერ შეძლეს, ბურთი ტიმოფეი იურასოვმა მოიგერია.

მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩენილმა მინსკელებმა კიდევ ერთი გოლი გაუტანეს ვიტესს, თავი დმიტრი ლატიხოვმა გამოიჩინა. ამის შემდეგ ჰოლანდიელებს ლაურენტიუს სვინკელსი გაუძევეს, რამაც მათ მოტივაცია გაუორმაგა და ბელარუსებს ორი გოლი გაუტანეს.
მესამოცე წუთზე გოლი კლაუდიუს შტეფენმა გაიტანა, ხუთიოდე წუთში კი ერაი სიურულმა იყოჩაღა. შეხვედრის ბოლო წუთზე მინსკელებმა იძალეს და ვლადისლავ ლოჟკინის გოლით 3:2 იმარჯვეს.

დინამო მინსკი 3:2 ვიტესი
გოლი: საკოვსკი, ლატიხოვი, შტეფენი, სიურული, ლოჟკინი
გაფრთხილება: კოჟუხარენკო, იურასოვი, ავტუშკო, სიურული
გაძევება: ფირსოვი, სიურული

დინამო მინსკი: იურასოვი, ფირსოვი, კოჟუხარენკო, ციგანკოვი, ავტუშკო, გრიცკევიჩი, ზაბარსკი (ბარანოვსკი 57), საკოვსკი, ჟევნერენკო (სადოვსკი 36), ლატიხოვი (ლოჟკინი 53), კიემიდინოვი (სოკოლი 70)

ვიტესი: დანქუა (გადელა 57), ესაიასი (ვან რიინი 50), ვან სტრენი, დავიდსი (ეუსტატია 36), სიურული, ვან ბეემი, დერკსენი (სესაი 36), სმიტსი, შტეფენი, სანდერსი, სვინკელსი

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული