შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

AutoSharing Option
30 აპრილს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში მყოფი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ძმებ არველაძეებს შეხვდა. ამის შესახებ შოთამ სოციალურ ქსელში დაწერა.

"თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება. დღეს იგი ტაშკენტში, ქვეყნის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მე და აჩიც ვიმყოფებოდით. მოულოდნელად, ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრის დროს, ერდოღანმა ჩემზე და აჩიზე დაიწყო ლაპარაკი, შემდეგ სცენაზე ასვლა გვთხოვა.

"უზბეკეთში ბევრი სასიკეთო ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ, რომელიც ბევრ სხვადასხვა სფეროს
შეეხება. ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება, ინვესტიცია მოიცავს განათლებას და კულტურასაც. ამავდროულად, აქ არიან შოთა და არჩილი, რომლებიც ჩვენთან, თურქეთში წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან. ეს შესანიშნავი კომბინაციაა" - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენს მიმართ გულთბილი დამოკიდებულებით. ასევე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს თბილი შეხვედრისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ მასშტაბურ ფორუმზე მათთან შეხვედრა, რისთვისაც ორივე მხარეს კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას", - წერს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს რა ფოტოა, ნამაზს ასრულებენ?!...
მსქროლავი ტროლი
10:31 01-05-2018
15
ერდოღანი ტრაბზონსპორის ფანი იყო ადრე და იმ გუნდის ქართველ ვარსკვლავებს ამით ძველი ამაგი დაუფასა. ვისაც ახსოვს ტყუპების იმდროინდელი გარჯა ტრაბზონსპორში და მათი პოპულარობა თურქეთში, მიმიხვდება რასაც ვამბობ!
Mazzola
14:41 01-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული