საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა რუმინეთიც დაამარცხა

AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე უეფას განვითარების თასის გათამაშებაზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ქართველმა გოგონებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე რუმინეთი 2:1 დაამარცხეს. მეორე შეხვედრა ყაზახეთისა და ბელარუსის ასაკობრივ გუნდებს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. პენალტების სერია ყაზახმა გოგონებმა 4:2 მოიგეს.

შეგახსენებთ,რომ ქართველმა გოგონებმა პირველ ტურში ყაზახეთის 16 წლამდე გუნდი 3:1 დაამარცხეს.

საქართველო-რუმინეთი 2:1
საქართველო: გაბელია, ქადაგიშვილი, რაუხი (კ), აკობიძე, ცაავა, დანელია, ბებია, მწყერაშვილი, ბოლქვაძე, წულაია, წოწერია.

შეცვლაზე შევიდნენ: მჟავია, გურიელიძე, ეჯიბია, გოცირიძე, ხუნაშვილი, გოროზია,
რომანჩუკი

გოლები: 0:1 ტუდორაჩე (ს.კ) (4), 1:1 წოწერია (31), 2:1 ბოლქვაძე (42პ.)

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

გოგონათა შორის, განვითარების თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩები 13 მაისს გაიმართება. საქართველო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბელარუსს შეხვდება, დავით პეტრიაშვილი არენაზე კი, რუმინეთის მეტოქე ყაზახეთი იქნება, ორივე შეხვედრა 11 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული