კვიპროსულმა პრესამ თემურ ქეცბაია "ანორთოსისს" დაუკავშირა

AutoSharing Option
კვიპროსული პრესის ცნობით, ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია შესაძლოა ძველ კლუბ "ანორთოსისს" დაუბრუნდეს.

საქმე ისაა, რომ ფამაგუსტური კლუბის ამჟამინდელ დამრიგებელ რონი ლევის ისრაელის ნაკრებში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ, რითაც მისი დაკავებული პოსტი ვაკანტური გახდება.

წყარო ასევე ავრცელებს ცნობას, რომ გუნდს ჯერ ქართველისთვის არანაირი წინადადება არ გაუკეთებია, თუმცა მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, ქეცბაიას "ანორთოსისში" დაბრუნებას შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ვრცელდებოდა ხმები, რომ ქართველი სპეციალისტის მიწვევა ვარშავის "ლეგიასა" და "მაკაბის" სურდათ.

▶ თორნიკე ოქრიაშვილი: ქეცბაიამ ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ ხალხს მხოლოდ ცუდი ახსოვს
მკითხველის კომენტარები / 1 /
თემო ჯიგარი ხარ!ისე რა მაგის პასუხია და ოქრიაშვილს ამ სანაკრებო შეკრებაზე რატომ არ იძახებენ საიტერესოა. როგორც ვიცით ტრამვა უკვე მოიშუშა და ვარჯიში დაუწყია!
ganikusi
10:49 22-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული