თორნიკე ოქრიაშვილი: ქეცბაიამ ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ ხალხს მხოლოდ ცუდი ახსოვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა თემურ ქეცბაიას შესახებ ისაუბრა, მისი კომენტარი კი Balla.com.cy-მ გამოაქვეყნა.

"თემურმა 10 კარგი გააკეთა და 2 ცუდი, მაგრამ მედიას მხოლოდ ცუდი ახსოვს. ბევრი ცუდად საუბრობს ქეცბაიაზე, თუმცა მე იმავეს გაკეთება არ შემიძლია.

ის იყო ადამიანი, რომელმაც აღმომაჩინა და ნაკრებში თამაშის საშუალება მომცა. უნაკლო მწვრთნელი კი არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რომ შედეგი გვქონდეს და მეც, გულშემატკივრის ადგილზე რომ ვიყო, ქართულ ფეხბურთს მეც გავაკრიტიკებდი.

თუმცა მე ეროვნული ნაკრების წევრი ვარ და ყველაფერი არც
ისე მარტივია, როგორც გარედან ჩანს", - აღნიშნა ოქრიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯერ ერთი ეს ხელრფასი არი საშუალო ევროპული...და მეორე უცხოელს თუ უხდიდით ქართველმა მაგის ნახევარი რატო არ უნდა მიიღოს...ქეცბა მაგარია პირში მთქმელი....და არ თბილისის მაფიას....
ედუარდ ზარანდია
15:22 18-05-2018
1
ქეცბაიას დროს შემტევი ფეხბურთელები ფაქტიურად არ გვყავდა და რა ფეხბურთიც ათამაშა იმ შემადგენლონას იმ ფეხბურთით საკვალიფიკაციოს დამთავრებამდე 2 ტურით ადრე შენსი ჯერ კიდევ გვქონდა ჯგუფიდან გასვლის რაც არასდროს ქონია არცწრთი მწვრთნელის ხელში საქართველოს ნაკრებს და პლუს 62 პოზიციაზე იყო მაშინ ნაკრები ფიფას რეიტინგში რაც პრემიერლიგაში მოხვედრის შანსს აძლევდა ნაკრების ფეხბურთელს მაგრამ იმ დონეს მხოლოდ 2,კობი და კალა აკმაყოფილებდა რომლებიც უკვე ასაკში იყვნენ...
ჯიჯის
13:24 18-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული