არველაძის სახელს ბოლო დროს არაერთ კლუბსა და უზბეკეთის ნაკრებს უკავშირებდნენ.
Sportall.ge შოთას უზბეკეთში დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი ეროვნულ ნაკრებს, ერთა ლიგასა და ვლადიმირ ვაისის მუშაობასაც შეეხო.
არველაძემ აღნიშნა, რომ ნაკრების გაწვრთნის შეთავაზება ჰქონდა, რაზეც ქვემოთ წაიკითხავთ...
- ბოლო დროს ვრცელდებოდა ხმები, რომ შესაძლოა, "კრასნოდარი" ანდაც "ნეფტჩი" ჩაგებარებინათ...
- "კრასნოდარზე" მართლაც იყო ერთი კვირა საუბარი, შალიმოვი რომ წავიდა, მაგრამ "ნეფტჩიზე" არაფერი ვიცი.
- ასევე
- ეგ საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.
- რას იტყოდით თქვენი ამჟამინდელი გუნდის, "ფახთაქორის" შესახებ და ზოგადად, როგორ შეაფასებდით უზბეკურ ფეხბურთს?
- ძალიან ტექნიკურები არიან და საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ინფრასტრუქტურა მოიკოჭლებს. ნელ-ნელა ყველაფერი წინ მიდის და ალბათ, ამასაც ყურადღებას მიაქცევენ.
- როგორ შეაფასებდით ეროვნული ნაკრების ასპარეზობას ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში?
- სიმართლე გითხრათ, ვერ მოვახერხე თამაშების ნახვა. ეს ის პერიოდია, ალბათ, რომ ყველა ფეხბურთელი უნდა გამოიცადოს და გავარკვიოთ, თუ ვინ რას წარმოადგენს.
- გასული შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა მოუგებლად დაასრულა. თქვენი აზრით, მოუმატა თუ არა ამის შემდეგ ნაკრებმა და თქვენ, როგორც მწვრთნელი, როგორ შეაფასებდით ვლადიმირ ვაისის მუშაობას?
- რთულია ახლა იმაზე საუბარი, რომ მოუგებლად დაამთავრა... ნაკრებს ჰქონდა კარგი პერიოდი. ზოგჯერ პირველი ტაიმი იყო კარგი, ზოგჯერ - მეორე.
თუ არ ჩავთვლით ბოლო მატჩს. ჩანს, რომ ნაკრებმა თითქოს თავისი თამაში იპოვა, თუმცა შედეგი ყველას უკეთესი უნდა.
ცუდი ის არის, რომ მომენტებს ვერ ვიყენებთ. ნაკრებს ბევრი ისეთ ფეხბურთელი აკლდა, რომელმაც გუნდში ამინდი უნდა შექმნას.
ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია... ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში ძნელია, გამოძებნო მათი შემცვლელები.
თუმცა იმაზე ორი აზრი არ არის და ვერც წარმომიდგენია, რომ ერთა ლიგის ჯგუფიდან ვერ გავიდეთ. მანდ საუბარი "პირველი ტაიმი იყო კარგი და მეორე ტაიმი..." უკვე აღარ ივარგებს.
ვინმესთვის შეიძლება მისაღები იყოს კარგი თამაში, მაგრამ წავაგეთ და ჯგუფში მეორე ადგილი?!
როგორც მწვრთნელი, ვიძახი, რომ ნაკრები ბოლო პერიოდში თავის სახეს აჩენდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ლუქსემბურგთან თამაში არ მინახავს.
კონცენტრაცია მწვრთნელს, ნაკრებსა და ფედერაციას, ალბათ, უფრო შედეგზე ექნება გაკეთებული, ვიდრე კარგ თამაშზე.
- რა განსხვავებასა და მსგავსებას ხედავთ თქვენი თაობის ფეხბურთელებსა და დღევანდელს შორის... როგორი თაობა ეზრდება საქართველოს?
- მე არავის შედარება არ მსურს. ყველა ვიღაცას რაღაცით სჯობს ანდაც ჩამორჩება. ჩვენი ფეხბურთელები ესპანეთში, ბელგიაში, ავსტრიაში თამაშობენ და რა თქმა უნდა, ეს ნაკრებს გამოადგება.
აკადემიიდან კარგი ბავშვები გამოვიდნენ და მათ ევროპის ჩემპიონატიც დაეხმარათ წინსვლაში. დღესაც ახალგაზრდულ ნაკრებს ბევრი თამაში აქვს ევროპაში და მათ მიერ ჩატარებულ მატჩებს აკვირდებიან.
ვლადიმირ ვაისს არ ეშინია ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოძახების, იძახებს და ათამაშებს კიდეც.
- რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ თქვენ მიერ ჩატარებული საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებულად?
- ბულგარეთთან თამაში, ალბათ, ძალიან დიდხანს მემახსოვრება. უელსთან, გერმანიასთან, ინგლისთან... ასევე, იტალიასთან გასვლაზე და სახლში ჩატარებული თამაშები.
- თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა?
- მთავარი და პირველი პრობლემა არის ის, რომ ეროვნული ჩემპიონატი არ გვაქვს ძლიერი და ხალხი არ დადის.
- გქონდათ თუ არა შემოთავაზება სფფ-დან ეროვნული ნაკრების გაწვრთნის თაობაზე?
- კი, ერთხელ მქონდა. ეს ის პერიოდია, როდესაც კახა ცხადაძე გაათავისუფლეს და ვიდრე ვლადიმირ ვაისს დანიშნავდნენ...