"ანორთოსისი" ბექა მიქელთაძის შეძენას აპირებს

AutoSharing Option
კვიპროსლი პორტალი kerkida იუწყება, რომ "ანორთოსისი" "რუსთავის" 20 წლის თავდამსხმელის, ბექა მიქელთაძის სამსახურით დაინტერესდა, რომელმაც ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბექა უნივერსალური ფეხბურთელია, ორივე ფლანგზე და ცენტრში შეუძლია თამაში, ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში უელსს დუბლი შეუსრულა, გასულ სეზონში კი თბილისის "დინამოში" 16 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, "ანორთოსისში" ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა ჩაირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული