ახრიკ ცვეიბას ისტორიები ჩელებაძეზე: რეზო ფიქრობდა, თბილისში ჩავალ, "ვოლგას" მაჩუქებენ და ხელისგულზე მატარებენო, მაგრამ...

AutoSharing Option
საიტმა Sport-express.ru-მ ყოფილ აფხაზ ფეხბურთელ ახრიკ ცვეიბას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის რევაზ ჩელებაძის შესახებაც საუბრობს.

ჟურნალისტმა მას ჰკითხრა, რომ ის და რევაზ ჩელებაძე ახლო მეგობრები არიან და ცვეიბა რაიმე კურიოზულ ისტორიებს ხომ არ გაიხსენებდა..

"დინამო თბილისის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რამდენიმე სახალისო ისტორია მოყვა.

"რეზო უნიკალური ადამიანია! ისტორია ბევრია, მაგალითად, 1984 წელს თბილისის "დინამოში" თამაშისას, საღამოს რეზოს საზამთრო მოუნდა, გვიყურებს მე და საიდ ტარბას და გვეუბნება წადით - ბაზარში და რაც გინდა გააკეთეთ ოღონდ საზამთრო მომიტანეთო!.

წავედით ბაზარში. ვხედავთ გალიაში
საზამთროები აწყვია და დაცვა არაა, ვიღებთ დანას და გალიის გარედან პირდაპირ ნაჭრებად ვჭრით საზამთროს და რეზოსთან მიგვაქვს , ის სინჯავს საზამთროს და ამბობს: ცუდი საზამთრო მოგიტანიათ, უგემურია, ჩვენ უკან მივდივართ ისევ ასე ვჭრით და რეზოსთან მოგვაქვს... რეზოსთან ერთად მილიონი ისტორია მაქვს გადახდენილი

იყო ასევე ასეთი ისტორიაც... საბჭოთა კავშირის დროს "დინამო-არარატის" შეხვედრა ისეთივე მნიშვნელობის იყო, როგორც დღეს "რეალი" "ბარსელონაა".

ერევანში თამაშისას, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ჩელებააძე პირისპირ გავიდა და ამ დროს ფიქრობდა, ახლა გოლს გავიტან და თბილისში რომ ჩავალ ხელის გულზე მატარებენ, ვოლგას მაჩუქებენო!

ამასობაში მომენტი გაანიავა და თამაშის შემდეგ რა თქმა უნდა, გულშემატკივრები მის მიმართ შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ იშურებდნენ, რეზომ მომიყვა თბილისამდე მისვლა ვერ მოვასწარი რომ ჩემზე უკვე ანკეგდოტი მოიფიქრესო.

ანეგდოტი ასეთი იყო:

"ჩელებაძე მიდის კლდეზე მიჯაჭვულ ამირანთან და ეუბნება: ამირან, მიშველეო!, რა მოხდა შვილოო, - ეუბნება ამირანი.

ფეხბურთელი ვარ, გოლს თუ ვერ გავიტან დედას მიგინებენ და გავიტან და მაინც მიგიებენო - უპასუხა ჩელებაძემ.

ამირანმა ჰკითხა, რა გქვია შვილო შენო?! რევაზ ჩელებაძე ვარო - უპასუხა რეზომ.

კლდეზე მიბმული რომ არ ვიყო მეც მაგრად დაგარტყავდიო - უპასუხა ამირანმა".

კიდევ იყო ისტორია, ბათუმში... რეზოს ნათესავმა პოლიციელის დედა აგინა, ამ პოლიციელმა დაიჭირა ეს კაცი და უჩივლა.

ჩელებაძის ნათესავს სერიოუზული ციხე ემუქრებოდა, პოლიციელთან რეზო მივიდა და ეკითხება:

რატომ დაიჭირეთ ჩემი ნათესავიო?! პოლიციელმა კი უპასუხა - 25 წლის ვარ და დედაჩემისთვის ზედმეტი სიტყვა არავის უკადრებაია ამან კიდევ აგინაო.

შვილო მისმინე, - უთხრა რეზომ "არარატთან" გოლი რომ ვერ გავიტანე 4 მილიონი ქართველი აგინებდა დედაჩემს და შენ ახლა გინდა რომ ერთი გინების გამო გაუშვა ციხეში?!

პოლიციელი ამის გაგონებაზე სიცილისგან გადაბრუნდა და ის კაცი გაათავისუფლა", - იხსენებს ახრიკ ცვეიბა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარია! გაიხარეთ!
არჩილ
13:07 10-06-2018
4
ის თამაში დაუვიწყარია ერევნის არარატთან,ჩელებაძემ 2-3 მეტრიდან ააცილა შვიდმეტრიან კარს ბურთი.
ტოტო
20:49 10-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული