"ორდაბასიმ" კახა ცხადაძეს სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
შიმკენტის "ორდაბასის" მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა კახა ცხადაძე.

ის დღეს ფეხბურთელებს საწვრთნელ ბაზაზე წარუდგინეს. ცხადაძეს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს.

იქამდე კი კლუბთან ოფიციალურად გაწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ბულგარელმა მწვრთნელმა, გეორგი დერმენჯიევმა, რომელიც ამბობს, რომ სახელფასო დავალიანება არ დაუფარეს, კლუბი მძიმე ფინანსურ სიტუაციაშია, ლიცენზირება ვერ გაიარა და ევროპა ლიგაზე მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

"ორდაბასი" ყაზახეთის პრემიერლიგაში 13 ტურის შემდეგ 19 ქულით  მე-4 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული