სოსო ფრუიძე: თავი არასდროს შეგვირცხვენია და ჩვენსას გავაკეთებთ, მაგრამ...

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ Sportall.ge-სთან მეტოქეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ებრაულ "ბეითარს" დაუპირისპირდება.

"ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. თამაშამდე დრო კიდევ გვაქვს, რომ ამ გუნდის პლუსები და მინუსები შევისწავლოთ.

არასდროს შეგვირცხვენია თავი და ჩვენსას გავაკეთებთ, მაგრამ ფაქტია, რომ "ბეითარი" ძლიერი გუნდია.

გასვლის შანსები, რა თქმა უნდა, ჩვენს მეტოქეს უფრო მეტი აქვს. ადრეც ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენს მოწინააღმდეგეს უფრო მეტი შანსი ჰქონია, მაგრამ ჩვენ გავსულვართ. ასე რომ,
ვნახოთ, რა იქნება.

გუნდის გაძლიერება? ფეხბურთელების დამატებას სჭირდება ფული, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და გუნდი ევროპის ლიგაზეც ამ შემადგენლობით გამოვა", - აღნიშნა ფრუიძემ.

altჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაფინანსება აქვთ, მაგრამ მერე არ დარჩებათ ფული, ესაა ამ სისტემის მინუსი. უნდა შეიცვალოს ასე გაგრძელება არ შეიძლება. ყველაზე დაბალი დონეა ჩვენ ლოგაში
კობ
21 ივნისი 2018 21:13
0
ტრანსფერების გარეშე სოსო ბატონო ძალიან გაგიჭირდებათ! გადაეცით ხელმძღვანელობას. ფული არ გვაქვს ეს რა უბედურებაა?! გორის დილაც თქვენნაირად არ ფინანსდება? იმას თუ შეუძლია რიბეირო და ფორტესის დონის ლეგიონერები ჩამოიყვანოს, თქვენ გძინავთ????
ადმინ გააუქმეთ რა ეს "მე არ ვარ რობოტიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!
georgian
21 ივნისი 2018 17:22
0
სანამ ამ უაზრობას"მე არ ვარ რობოტი"არ გააუქმებთ მე კომენტარს აღარ დავწერ,ყველაფერში როგორგინდათ ხალხის წვალება(((((
euhh
21 ივნისი 2018 13:57
0
ამ სტატიას მოწინაარმდეგებიც ხო წაიკითხავენ დაწერენ თავიანთ საიტებზე რომ საჩხერლები აუცაიდერები არიან არ არიან ფორმაში და ასე შემდეგ... ეს ხეხი მათ დააბნევთ როცა არ მოელოდებიან და სხვა თამაშს აჩვენებს მე სოსოს ველაპარაკე სეზონის დაწყების წინ და მან მითხრა რომ მთელი სეზონი სხვა თამაში უნდა ვიტამაშოთ და ჩვენი თამაში დავმალოთ რათა ევროპა ლიგაზე ვერ გავიშიფროთო მემგონი ამ ხერხით გაძვრება ჩიხურა... ნუ ბურსა და ნეფთჩი გაიხსენეთ იგივე ტაკტიკაა ...ნეფთჩის რა თამაშიც ეთამაშა მაშინ ჩიხურა ის თამაში რო ეროვნულ ლიგაზე ეთამაშა სულ ჩმპიონი გახდებოდა იგივე იყო ბურსასპორტან ... ჩიხურა ჩემპიოოოონ
რუსული ფოკუზი
21 ივნისი 2018 13:06
2
რა გინდათ ამ კაცთან ბოლომდე ებრძვიან ყოველ წელს, კი აგებენ მაგრამ ებრძვიან თან შარშან ავსტრიის გუნდთან ცოტა დააკლდა, არც გვატყუებენ მგონი დასაფასებელია დინამო ტორპედო და სამტრედიისგან განსხვავებით
Zorbegi
21 ივნისი 2018 12:34
1
ე ბიჭო კაცი, არ გვატყუებს მაინც და რაც არის რეალობა იმას იძახის, ამ კაცმა რა ქნას თუ გუნდის მესვეურები ფეხბურთელს არ ყიდულობენ და ახლა გაძლიერებაზე ფიქრს რომ აზრი არ აქვს მართალია, გაყავს ის ფეხბურთელი სათამაშოდ რომელიც იცის რისი მოქმედია და მოიყვანოს ახალი რა აზრი აქვს შეთამაშებას ვერ მოასწრებს. არც საჩხერის და არც ფრუიძის გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ ევროპალიგაზე მთელი გულით ვგულშემატკივრობ ყოველთვის და წარმატებებს ვუსურვებ, ღმერთი თქვენსკენ და ილოცეთ ყველაფერ კარგისთვის, მეც ვილოცებ რომ ერთი თამაში მოიგოთ მაინც.
roma
21 ივნისი 2018 12:10
1
ამ კაცმა სირცხვილი რა არის არ იცის ხო? პირველივე ეტაპზე სამოყვარულო დონის კლუბი ორივე თამაშს დიდი ანგარიშებით რო გადაგახევს ბურთს თავზე სირცხვილი არაა ამის აზრით? ამ კომენტარშივე იგრძნობა რომ წელსაც შერცხვენასა და გამასხარავებას აპირებენ და თავს იზღვევს უბრალოდ ვითომ საერთოდ არ იცის რას ნიშნავს სირცხვილი. აი წელს პირველივე ეტაპზე პირველივე სამოყვარულო გუნდი პანჩურების რტყმით რო გამოგვაგდებს აი მაგას ქვია სირცვილი და დაიხსომე მომავალ წელსაც იგივე რო არ თქვა.
dadu
21 ივნისი 2018 12:08
19
შეიძლება ვცდები, მაგრამ ზიმბრუსთან გასვლაზე მოგებული მატჩის შემდეგ საჩხერეში გაუგებარი თამაშით წაგება ბოლო წუთებზე, მე სამარცხვინოდ მიმაჩნია, თუმცა შეგიძლიათ არ დამეთანხმოდ. შევადაროთ არგერგენტინის ნაკრების და ისლანდის ნაკრების ღირებულება, ერთი მესი არის მარტო რამდენჯერმე მეტი ისლანდიის ნაკრების ღირებულებაზე, თუმცა ისლანდიამ ტოლი არ დაუდო მეტოქეს. და ასეთი მაგალითი ბევრი გვაჩვენა ამ მსოფლიო ჩემპიონატმა. და საერთოდაც მარტო ფინანსები, რომ წყვეტდეს შედეგებს მაშინ რიღასთვისაა საჭირო შეჯიბრებები? შორს ნუ წავალთ განა, როცა ბურასფორს ვეთამაშებოდით მაშინ დიდი ფინანსები გვქონდა და ზიმბრუსთან ჩამოგვაჭრეს, თუ რამოხდა? დიახ ბატონო სირცხვილი და სიკვდილი იყო როცა დინამომ გაბალასთან და აქტობესთან, ქუთაისმა ვინცხა სოფლის გუნდ ტრეშჩინასთან გამანადგურებელი ანგარიშით, როცა სიონი საქართველოს ჩემპიონის სახელით გამოდიოდა და თბილისურ მატჩში ფეხის გაუნძრევლად წააგო.
gizog
21 ივნისი 2018 15:09
2
რომელია სამოყვარულო გუნდი? "თუნი", "ნეფჩი", "ბურსასფორი","ზიმბრუ" თუ "ალტახი" ? რომელმა გუნდმა გამოაგდო ჩიხურას დიდი ანგარიშით? ან რომელ გუნდს ჯობია ქართული კლუბი თუნდაც შემდაგენლობით (სატრასფერო ღირებულებები მაინც ნახე) და ფინანსებით?
სამოყვარულო
21 ივნისი 2018 13:14
0
რომელ გასვლაზე საუბრობთ როცა ბოლო წლებში ერტი ეტაპიც ვერ გაგივლიათ
შოკირებული გულშემატკივარი
21 ივნისი 2018 11:42
3
ფულის მეტი რა აქვს ბიძოს,სთხოვეთ და მოგცემთ
გვადი ბიგვა
21 ივნისი 2018 11:22
1

სიახლეები პოპულარული