ტორპედო VS შერიფი - მეტოქე ძლიერია, თუმცა არა დაუმარცხებელი!

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლის "შერიფს" მასპინძლობს.

შეხვედრა 19:30 წუთზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წარმოადგენს.

საქართველოში წლიდან წლამდე ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებს იმ იმედით ველოდებით, რომ რაიმე შეიცვლება და ევროტურნირებზე ჩვენც ვითამაშებთ.

დღეს კი ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი ახალი ისტორია დაიწერება და ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი პოზიტიური იქნება.

"ტორპედო" საფუძვლიანად გაძლიერდა. ნამდვილად შესაქებია კლუბის ტრანსფერები და ძალისხმევა, რომ უფრო კარგი გუნდი გახდეს და გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს.

გაძლიერება განსაკუთრებით უკანა ხაზს შეეხო, კლუბმა ექვსი დაცვითი სტილის ფეხბურთელი და ერთი შემტევი დაიმატა: ალექსანდრე აზაცკი, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი, მარეკ ჰლინკა, მათე ცინცაძე და არფანგ დაფე.

როგორც კახა ჩხეტიანმა აღნიშნა, კლუბი თავდამსხმელსაც იმატებს, თუმცა სავიზო პროცედურების გამო ეს ვერ მოესწრო, რაც გარკვეულწილად პრობლემაა, რადგან გუნდს ამ პოზიციაზე საფუძვლიანი გაძლიერება ესაჭიროება. ეს ეროვნული ლიგის პირველ ორ წრეშიც გამოჩნდა, "ტორპედო" გატანილი გოლების რაოდენობით მეხუთე გუნდია.

altკახა ჩხეტიანი: ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცადოთ

მეტოქე

კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ჯამი "ტრანსფერმარკეტზე" 12.98 მილიონია, რაც "ტორპედოსთან" შედარებით თითქმის ორჯერ მეტია - ქუთაისური კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ჯამი 5.43 მილიონი ევროა. "შერიფი" ძირითადად ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული, ადგილობრივი ფეხბურთელებიდან საშუალოდ 3-4-ს უწევს ძირითადში თამაში.

"შერიფი" ზამთარში დაკომპლექტდა, როცა დაახლოებით რვა ფეხბურთელი დაიმატა.

გუნდს დიდი შემტევი პოტენციალი აქვს. ფლანგებზე ბელგიელი ლეგიონერი ზიგუი ბადიბანგა და ბრაზილიელი ჯო სანტოსი (იჯარით "პოლიტექნიკიდან") თამაშობენ. მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი ბომბარდირი სიერალიონელი ფორვარდი ალჰაჯი კამარაა (12 შეხვედრაში 8 გოლი). საინტერესო ფეხბურთელებია ახალდამატებული ხორვატი შემტევი ანტუან პალიჩი და ვიტალიე დამასჩანი (იჯარით "ტორინოდან").

"შერიფს" არც დაცვა დაეწუნება, რომელიც ასევე ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული. გამოსარჩევია კაპიტანი, ბოსნიელი მატეო სუსიჩი, რომელიც ამავდროულად, ბოსნიის ნაკრების წევრია. კარგია ბრაზილიელი კრისტიანოც და ადგილობრივი ანტე კულუსიჩიც.

შედარებით სუსტი რგოლი მეკარეა. ზამთარში დამატებული ზვონომირ მიკულიჩი ვერ ბრწყინავს და არც 35 წლის მოლდოველი პასჩენჩოასი არის სტაბილური.

"შერიფის" დირექტორი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც ამავე კლუბის ლეგენდად ითვლება. თარხნიშვილმა 1999 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ითამაშა "შერიფში" და კლუბს კაპიტნობდა კიდეც.




altმოლდოვის ჩემპიონი და ევროპა ლიგის გუნდი - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე

შესაძლო სცენარი
"ტორპედო" "შერიფის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში მაკედონიის "შკენდიასა" და უელსის "ნიუ საინთსს" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

ტირასპოლის კლუბთან მარცხის შემთხვევაში კი ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გადაინაცვლებს.

იქ კი კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებს ფინურ "ჰიკსა" და ფარერების "ვიკინგურს" შორის დამარცხებულთან მოუწევთ დაპირისპირება.

მოლოდინი
მოლდოველები ამ შეხვედრაში ფავორიტები არიან, რადგან მათ ევროპა ლიგაზე თამაშის გამოცდილებაც აქვთ და გაცილებით ადრე შეძლეს გუნდის დაკომპლექტება. თუმცა ყველაფერი მოედანზე ხდება და ხშირ შემთხვევაში სწორ ტაქტიკურ ანალიზს გაცილებით უკეთესი შედეგი მოაქვს, ვიდრე მეტოქის ძვირიან ფეხბურთელებს.

დიდი მნიშვნელობა ექნება სტადიონზე ხალხის რაოდენობასა და მხარდაჭერას. ადგილობრივი ქომაგი მუდამ გვერდით უდგას "ტორპედოს" და მნიშვნელოვან შეხვედრებში სტადიონს სრულად ავსებს. ვიმედოვნებთ, რომ დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილი არ დარჩება და გუნდი ქომაგთან ერთად მოახერხებს მეტოქისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი ბილეთია გასაყიდი. ბილეთების შეძენა ქომაგებს სტადიონის სალაროებსა და ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ.




altროინ კვასხვაძე: ქუთაისში სასურველ შედეგს მივაღწევთ

altსამტრედია VS ტობოლი - შევეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ

მკითხველის კომენტარები / 10 /
ტორპედო შერიფს ნახევარი საათი გაუძლებს,სამტრედია ტობოლს 15 წუთი! შემდეგ დაიწყება ის რაც იყო დინამო-დილას თამაშის დროს (5-0)! ამას 100% ვამბობ! ბოლო თამაშებს გადავხედოთ შერიფმა მოლდავეთის თასზე ისკრა რიბნიტა სტუმრად 9-1 გაანადგურა, ტობოლმა კიდევ შინ ასტანასთან 0-0 ითამაშა (კანკავამ და კვეკვესკირმა ითამაშეს ძირითადში)! არც სამტრედიაა ასტანას ტოლი და ტორპედოც არ გაუშვებს 9 გოლს, მაგრამ კარგი თამაშით მაინც დამარცხდნენ თუ დამარცხდებიან!?
ჯერ ადრეა ევროპაში თამაში
16:45 10-07-2018
8
"ტრანსფერმარკეტი" გარკვეულ, ზოგად წარმოდგენას ნამდვილად გვიქმნის, მაგრამ იქნებ ისიც აგვიხნათ სტიტყვა ძლიერი რას ნიშნავს? 12 მილიონად შეფასებული 11 ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდი, როგორ შეიძლება იყოს ძლიერი?
მეგობრებო სიტყვის მოგებით და კრიჭაში დგომით ნამდვილად არ ვსაუბრობ, უბრალოდ ყველაფერს თავის სახელს, რომ არ ვარქმევთ იმიტმაა ჩვენი ფეხბურთი ამ დღეში.
ძლიერები კი არა, წყალწაღებულნი - მხოლოდ ასეთ შეფასებას იმსახურებს "შერიფის" საფეხბურთო დონე, თუ აღნიშნული თანხით ვიმსჯელებთ.
აქედან გამომდინარე ორჯერ ნაკლები "ტორპედოს" სათამაშო კლასი.
ესაა რეალობა, ხოლო თქვენი განმარტებით გამოვა, რომ ძლიერთან წავაგეთ ან მოვიგეთ, ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა.
goga
14:00 10-07-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული