"ჩიხურასა" და "ბეითარის" მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "ჩიხურასა" და "ბეითარს" შორის 0:0 დასრულდა.

პირველი ტაიმში არც ერთი გუნდის გადამწყვეტი უპირატესობა არ გამოკვეთილა. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექნეს, როდესაც მარჯვენა ფლანგზე ჩიტეიშვილი გაიჭრა, ჩიკვაიძეს უპასა და მან ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხა ანგარიშის გახსნა. აშკარად გამოჩნდა, რომ "ბეითარი" ქართულ გუნდზე უკეთესი არაფრით არაა. პირიქითაც შეიძლება ითქვას, ტაიმის ბოლოს საჩხერელები უფრო აქტიურად უტევდნენ და ბუღრიძის დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - ბეითარი 0:0

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი,
ჩიკვაიძე, მარკოზაშვილი, ბუღრიძე, დობროვოლსკი, მეგრელიშვილი, გაბედავა, ლექვთაძე

ბეითარი: ნიტცანი, ზეჰავი, კუელარი, კაჰილა, პელეგი, საბო, კეტლჯენსი, კრიეფი, ბარჰონი, სილვესტრი, ვერედი

alt"ჩიხურასა" და " ბეითარის" ქომაგს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ებრაელი გულშემატკივრები









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული