"დინამომ" სლოვაკეთში სასურველ ფრეს მიაღწია, თუმცა მოგებაც შეეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში თბილისის "დინამომ" სტუმრად "დუნაისკა სტრედასთან" სასურველ ფრეს (1:1) მიაღწია. თუმცა, რომ არა მიკერძოებული მსაჯობა და ვაწაძის მიერ შეხვედრის დასასრულს ხელიდან გაშვებული შანსი, უთუოდ გაიმარჯვებდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე ბულისკერიას ორჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა. შემდეგ სტუმრებმა თამაში დაალაგეს და კონტრშეტევაზე კიტეიშვილმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ზივზივაძეს, რომელმაც ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის მერე სლოვაკური დიდი ძალებით გადავიდა იერიშზე და მეტოქის ფორვარდის დარტყმული ბურთი ჯერ ბულისკერიამ მოიგერია, შემდეგ კი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

სამწუხაროდ, "დინამომ"
ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლო - გათამაშებული კუთხურისას მეტოქემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ჩვენმა მცველებმა პოზიციური
შეცდომა დაუშვეს, ბაიო უმეთვალყურეოდ დატოვეს და მან თავურით საპასუხო გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ სლოვაკები შეტევაზე გადავიდნენ და ბულისკერიამ პირისპირ გასული ჰერცის დარტყმული ბურთი მოიგერია. "დინამომ" საპასუხოდ სწრაფი კონტრიერიში განახორციელა, გოლიც გაიტანა (ავტოგოლი იყო) და ბოსნიელმა მსაჯმა ინფან პელიტომ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

alt"დინამო თბილისის" არჩათვლილი გოლი "დუნიასკა სტრადას" კარში [VIDEO]

აქედან მოყოლებული ქართველი ფეხბურთელები უფრო გაბედულად ამოქმედნენ, აშკარა შეიქნა მეტოქესთან მათი ტექნიკური უპირატესობა, ერთი პირობა ბურთიც დაიჭირეს და გააგორეს. ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო თბილისელთა კაპიტანი კიტეიშვილი გახლდათ, რომელიც შეტევებს უნარიანად წარმართავდა. ერგემლიძის სწრაფი იერიში მისმა მეურვემ წესების დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა საჯარიმო არ დანიშნა. საერთოდაც, რეფერი ყველა საკამათო სიტუაციაში მასპინძელთა სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას.


altკახა კაჭარავა: გამარჯვების გოლი ვერ გავიტანეთ და ყველაფერი თბილისში გადაწყდება

დრო გადიოდა, "დუნაისკა სტრედა" უპირატესობას ვეღარ ფლობდა, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, ბოლოს ვაწაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა და - 1:1.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: პირველი ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, მეორე ტაიმში "დინამომ" სასტარტო მღელვარება, რაც გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობით და გამოუცდელობით იყო განპირობებული, გადალახა, უკეთ ითამაშა და იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი შეხვედრა თბილისში გაიმართება, შემდეგ ეტაპზე გასვლა თავისუფლად შეუძლია.

altსლოვაკები გაცუდებულ მომენტებს მისტირიან და ოპტიმისტობენ


დუნაისკა სტრედა. "მოლ არენა" 8 759 მაყურებელი
დუნაისკა სტრედა - დინამო 1:1
გოლები: 0:1 ზივზივაძე (15), 1:1 ბაიო (30)

დუნაისკა: მაცეი, ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი, კოსტნა, ჰერცი, ლიუბიჩიჩი, ვიდა (ტრეტიაკოვი 67), სიმჩაკი (კალმარი 46), ბაიო, პაჩინდა (დივკოვიჩი 79)

დინამო: ბულისკერია, ხარაბაძე, ლოჩოშვილი, კობოური, რუხაია, ნინუა, ივანისენია, ივანიშვილი (ერგემლიძე 46), კიტეიშვილი, შულაია (ქარდავა 81), ზივზივაძე (ვაწაძე 73)
მკითხველის კომენტარები / 40 /
.ბოლო წლებში ასეთი სუსტი მეკარე არ მინახავს..დაუბალნსებელი და შეუტანხმებლად მუშაობს დაცვის ხაზი..ეს სლოვაკური გუნდი დიდი არაფერი ..მაგრამ საკამრის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები გამოჩენილიყო ჩვენი..
bujanga
13 ივლისი 2018 12:09
1
დიდი ამბავი ერთხელ ჩვენც რომ გაგვიმართლოს. თბილისში მაგრა გაგვიჭირდება, რა შუაშია საკუთარი კედლები როცა ქომაგი სტადიონზე არ მიდის. გარდა ამისა ჩვენი მწვრთნელის თვითდამშვიდებაც არ მომწონს.
ჰაჰა
13 ივლისი 2018 11:43
0
როდის გინახავს დინამოს თამაშზე ევროთასზე ხალხი არ მისულიყო? ამ პაპანაქებაშიც კი მივა 15 000 მინიმუმ. დინამოს აქვს მშვენიერი შანსი გადალახოს ეს ბარიერი.. სხვა ქართული გუნდებისგან განსხვავებით..მინდა ვცდებოდე, მაგრამ ტორპედო არ მგონია განადგურებას გადაურჩეს..
Vakhtang Lobzhanidze
14 ივლისი 2018 16:43
0
დინამოს გარდა ვერცერთმა ვერ ითამაშა ფეხბურთი, ცოტა სამტრედიამ იფაფხურა დასაწყისში. უნდა მოვიგოთ, მარტო დინამოს იმედად ვრჩებით, ტორპედო რომც გავიდეს შემდეგს ვერ გასცდება. კაჭარავას ნელ-ნელა გამოსდის. ერთია მხოლოდ, მეკარე გამოუცდელია და ცანცარებს კარებშიც და გამოსვლაზეც, არ არის ჯერ მზად. შეცვალეთ...
გიორგი
13 ივლისი 2018 11:40
0
ამას თამაში ერქვა? ცალკარა იყო ფაქტიურდ
ზურა
13 ივლისი 2018 13:10
5
კარგი შედეგია და განმეორებით მატჩზე საკუთარი კედლები დაგვეხმარება!
გუჯა კახაძე
13 ივლისი 2018 11:22
2
ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ფრეს მინიმუმ იმსახურებდნენ. კიტეს კლასის ფეხბურთელი იმათ არ ყავთ.თბილისში ყველანი სტადიონზე დაერთობლივი თანადგომით გავალთ შემდეგ ეტაპზე.ელიგის დონე აშკარად მომატებულია,ყველა გუნდმა საშუალოდ ითამაშა და წარმატებებს ვუსურვებ.
fc saburtalo
13 ივლისი 2018 11:11
0
ბოლო წუთზე ისეთი მომენტი გაანიავა ვაწაძემ ...(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
oto
13 ივლისი 2018 11:06
0
დინამომ უკეთესად ითამაშაო? თამაში თუ არა, ეს ვიდეო მაინც არ გაქვთ ნანახი, აქ რომ გიდევთ?
ვვვ
13 ივლისი 2018 10:58
4
რა მოგებაც შეეძლოთ, ღადაობთ თქვენ? თამაშს არ უყურეთ? მხოლოდ ის ბოლო მომენტი ნახეთ როცა დინამომ შტანგას გაარტყა? ტიპებმა გადაგვიარეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შემთხვევით მოხდა ის რომ 1:1 დასრულდა. ნამდვილად კარგი შედეგია, მაგრამ ძალიან გაგვიმართლა!!! მეკარე აბსოლიტურ მისკომუნიკაციაში იყო თავის მცველებთან. ერთი-ორჯერ თხასავით უაზროდ გამოვარდა წინ. თუ დაალაგებენ თამაშს, ამ ბარიერის გადალახვა შეიძლება, მაგრამ აი მერე რა იქნება უკვე ძნელი სათქმელია. თუ ფეხბურთელები არ დაიმატა დინამომ აზრი არ აქვს.
al
13 ივლისი 2018 10:37
6
გაიმარჯვებდა კი არა, რაც აქ მომენტები მაზა სლოვაკებმა, 100:1 უნდა მოეგოთ!
!!!
13 ივლისი 2018 09:48
10
ხანდახან თამაშსაც უყურეთ, „პროფესორებო“! მხოლოდ „ჰაილაითებით“ რომ მსჯელობთ!
გულშემატკივარი
13 ივლისი 2018 11:15
3
რომ არა ფიფიას სიძუნწე ამათ იოლად მოვუგებდით .... 3 ნორმალური ბრაზილიელი ლეგიონერი და 3 გოლს მინიმუმ გაუტანდით ......
დათო რუსთავიდან
13 ივლისი 2018 09:44
1

სიახლეები პოპულარული