თბილისის "დინამოსა" და "დუნაისკა სტრედას" შორის ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის ბილეთების გაყიდვა 17 ივლისიდან დაიწყება.
შეხვედრის ბილეთები "დინამო არენის" სალაროებში 17 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, ხუთშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს.
ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია.
გულშემატკივარს ასევე ბილეთის ელქტროვერსიის (მატჩზე მოსახვედრად აუცილებელია თან იქონიოთ ამობეჭდილი ბილეთი) ყიდვა შეეძლება - https://bit.ly/2Nby8pJ
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.