,,ჩიხურა" იერუსალიმში სასტუმრო Rimonim Shalom Hotel -ში დაბინავდა, გუშინ ,,ბეითარის" ბაზაზე ივარჯიშა, დღეს კი ,,ტედი სტედიუმზე".
გუნდის მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა:"პირველ თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა, გვქონდა ორივე გუნდს გოლის გატანის შანსი. "ბეითარი" ახალი დაკომპლექტებული გუნდია და აქვს ბევრი შეცდომები.
ხვალ ჩვენ მათი შეცდომებს გამოყენებასაც შევეცდებით".
შეგახსენებთ, პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, დღევანდელი თამაში კი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
10-ბალიანი სისტემა: "ჩიხურას" ფეხბურთელების შეფასება "ბეითართან" მატჩში