თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
ტრაგედია არა ტოროლა, რატო იშლით ნერვებს საბოლოო შედეგი ხო წინასწარ იყო ცნობილი
Musenbezi
19 ივლისი 2018 23:14
1
ვშრომობ და განა იმისთვის ჩემი ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლოთი ეს უვარგისები აფინანსოთ, აიღეთ და მათზე მისაცემი სახელმწიფო ფული გაჭირვებულებს მიეცით. ისე აშკარად იჩალიჩეს, რომ წაეგოთ, რამდენჟერ გადასცეს მოწინააღმდეგეს ბურთი, კუვშიც მაგარი ქონდათ, ტაიმბოლზე ხომ ნუ იტყვი, იხეირეს ბიჭებმა და ტოტალიზატორებმა
კოტე
20 ივლისი 2018 12:19
1
შეცვლები დაგვიანდა, ფიზიკა ბოლო მთელი 20 წუთი 0, ცენტრში ბურთის დამჭერი არ გვყავს, დაცვაში ბურთის გაგორება არ შეგვიძლია, პოზიციის შერჩევისას დაცვის ცენტრში პანიკური. პ.ს. არ გრცხვენიათ არაფრის??
თაზო
20 ივლისი 2018 12:07
0
მეკარემ გადახტომა იცის საერთოდ? რატომ იყო გაშეშებული ორივე გოლზე?
???
20 ივლისი 2018 02:54
5
ცხონებულ სერგო კოტრიკაძეს არ ჰგავს?
პენსიონერი.
20 ივლისი 2018 09:52
0
რათგინდა უვიცი ფიფია დასკვნებს ვერ გამოიტანს და მაინც ვერ მიხვდება რომ მარტო ბავშვებით ერთ ეტაპსაც ვერ გაივლის , ვერასდროს ...
დათო რუსთავიდან
19 ივლისი 2018 23:05
0
აუუ, ტრაგედია არა. რა მოხდა ისეთი რაც აქამდე არ მომხარა? ნუ იცით რა ეს გაზვიადება
ლევანი
19 ივლისი 2018 23:02
1
კატეგორიულად არ ვეთანხმები გაზაფხული-შემოდგომის ჩემპიონატის ჩატარებას. ეს უკანგადადგმული ნაბიჯია.ის რითიც ასაბუთებდნენ ამ ფორმატს ვერ ამართლებს და ვერც გაამართლებდა.ჩვენ გრენლანდიაში ან შპიცბერგენზე ხომ არ ვცხოვრობთ. ასე რომ ფედერაცია კიდევ ერთხელ შეცდა. უკვე მერამდენედ?
gigo
20 ივლისი 2018 11:11
1
რომან ფიფიას:
მე არ მინდა უმადურობაში ჩამეთვალოს და სამართლიანობისთვის მინდა ავღნიშნო რომ დინამოს აკადემია არის საუკეთესო არამარტო საქართველოში და ეს რომან ფიფიას დამსახურებაა, მაგრამ................
1) რატომ დაშალა 2011 წელს დინამო და რატომ გაუშვა დინამოდან კვალიფიციური ესპანელი ლეგიონერები და მწვრთნელი, რომელმაც 3 ეტაპი იოლად გადალახა ფლეიოფშიც ახლოს იყო მიზანთან?
2) რატომ გადააკეთა ეს გუნდი ბავშვთა გუნდად, რომელმიც 2012 წლიდან დღემდე არცხვენს ქართულ ფეხბურთს. აზერებთან, ყაზახებთან და სლოვაკების მსგავს გუნდებთან აქვს ჩახდილი.
3) რატომ ვაჭრობს ყოველ 6 თვეში ფეხბურთელებით და რატომ არ აყალიბებს სტაბილურ გუნდს გამოცდილი ფეხბურთელებით?
4) რატომ გადააკეთა საფეხბურთო კლუბი ქარვასლად?

რჩევა: იქონიე სინდისი დარჩით აკადემიის ხელმძღვანელი და მთავარი გუნდი გადაეცი ისეთ ბიზნესმენს რომელიც ფეხბურთის აზრზე იქნება თქვენგან განსხვავებით. დინამოს ბევრჯერ შეურცხვენია ქართული ფეხბურთი მაგრამ ზედიზედ 6 წელი არასდროს.
dato30
20 ივლისი 2018 09:45
0
ისევ დინამოს გულშემატკივრებმა და ფეხბურთის სპეციალისტებმა უნდა ამოიღონ ხმა და დინამო უნდა ჩაბარდეს ნორმალურ პატრონს, რომელსაც ექნება ნორმალური ხედვა ფეხბურთის მიმართ
იბერია 1981
20 ივლისი 2018 10:23
1
კი მაგრამ თბილისის დინამომ და სხვა კლუბებმა, აგრეთვე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მაგალითი რომ აიღონ ქართველი რაგბისტებისგან, კალათბურთელებისგან, მოჭიდავეებისგან და სულ ასე შერცხვენილი არ იყვნენ, არ შეიძლება? ყველაზე მეტი მხარდაჭერა ფეხბურთს აქვს საქართველოშო და შედეგი 0, ან თავმოყვარეობა სად გაგიქრათ, ან ღირსება. სამარცხვინოა რა ყველაფერი ეს
იბერია 1981
20 ივლისი 2018 10:11
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული