თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
ამაზე უკეთესი არენახოს ვინც ჩვენ გვემტერება მეკარე საოცრება გუნდი საოცრება ერთი მეკარე გამოვარჩიე იმ გუნდიდან მინსკის დინამო გახევს ამ სლოვაკურ გუნდს.ვავა ქართული ფეხბურთი.
zaza
19 ივლისი 2018 23:02
0
მათი ჯიგარი რა ვთქვა მე რა რა ბილეთი წამაგებინეს 1-X მქონდა დაწერილი :( და ეგ მქონდა დარჩენილი
გიორგი
19 ივლისი 2018 23:01
1
ფიფიას რაც აცკობს და მიზანი რაც აკ იმას იმკის სახელი მაინც შეუცვალოს გუნდს
goga
19 ივლისი 2018 23:00
0
80 წუთზე გავმაზე რომ დინამო წააგებდა.რატომ თუ იცით? კაცურად უნდა ითამაშო ბოლომდე და არ ისიმულიანტო.
cheroeli
19 ივლისი 2018 23:00
1
ხო მოედანზე იწექით და ბებიაჩემი კლარა მოიგებს თამაშს! ვაი ჩვენ პატრონს!
ქართული ფეხბურთის მკვლელი
19 ივლისი 2018 23:00
0
მთავარია, ვინ იქნება შემდეგი... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამხელა ხალხს თავმოყვარეობა არ გაქვთ?!
გიორგი
19 ივლისი 2018 22:59
0
ყველა ფეხბურთის პროფესორია ამ ქვეყანაში ..რატომ ვერ მოვიგეთ?
gia
19 ივლისი 2018 22:58
1
აი ის მსაჯი უნდა დაკიდო ეხლა ბაწარზე, პირველ თამაშში რო მოიგონა თამაშგარე. საერთო ჯამში ხო მაგან გადაწყვიტა ამ თამაშის ბედი?
Tbiliseli
19 ივლისი 2018 22:58
22
ღადაობ?
Vakhtang Lobzhanidze
20 ივლისი 2018 01:38
0
არ წასაგები თამაში წავაგეთ და საერთოდ მეკარიანად დაცვამაც ძალიან ცუდად ითამაშა..
პაატა
19 ივლისი 2018 22:57
0
იყო და არა იყო რა "თბილისური ზღაპარი"!
ადრეა ჯერ ევროპაში თამაში
19 ივლისი 2018 22:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული