თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
Davixalet ukve.kmara.aset rames mxolod qartuli klubi tu izams.fifia ra gagixda 3 normaluri adamianis moyvana 6 tamashistvis aaaa.grcxvenodes
Vano
19 ივლისი 2018 23:13
0
ბოლო ნახევარი საათი ველოდებოდით როდის გავუშვებდით ბურთს, ასეთ თამაშს სხვა რა ქვია, თუ არა "გოლის გაშვების მოლოდინი" - ამ პერიოდით თუ ვიმსჯელებთ "დინამოს" საერთოდ არ ყავს მწვრთნელი
გოგა
19 ივლისი 2018 23:13
2
ჩემსას რატო არ დებთ ვერ გავიგე უკვე თვეებია ვერ ვწერ კომენტარს რა ხდება აბა გამაგებინეთ?
giorgi
19 ივლისი 2018 23:12
1
დაიფრინეს სლოვაკმა ჯეელებმა ფლაგმანი ფიცარზე ესეა ბევრს რო გაიბრიქები და სხვა გუნდებს რო გაკრავთ კბილს საქართველოში საკლუბო ფეხბურთი მართლაც გასაუქმებელია ნუ დროებით მაინც რომ რაღაც მოიფიქრონ საფ: მამებმა ეს უკვე მეტის მეტია ეგერ პიუნიკმა გახია ვარდარი და სომხებმაც გაგვასწრეს რეიტინგში
Anj. Antey
19 ივლისი 2018 23:11
0
რატომ არის ტრაგედია?? რა ითამაშა დინამომ ისეთი რომ დაიჩაგრა თამაშით? მეორე ტაიმში ჩადგნენ დაცვაში და იქაც რა ითამაშეს კარგად ვნახეთ რა. დღეს სტანდარტული მდგომარებებიდან გადის გოლები და ეს ბუნებრივია რა არის აქ გასაკვირი. არაფერი გუნდი არ იყო სლოვაკური რა მაღალ ჩაწოდებებზე და სტანდარტების იმედად იყვნენ, ძალიან უბრალო ტაქტიკა ქჰონდათ და გაამართლა კიდევაც. იმ ზანგ კაცს ამდენმა ჩვენმა მცველმა ვერაფერი მოუხერხა და შედეგიც სახეზეა. ან რომ გასულიყო დინამო მერე რას იზამდა, ესეთი შემადგენლობით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არაფერი გვესაქმება არანაირად რა. კიტეიშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ მარტომ რა ქნას?? მეორე ტაიმში ჩაკეტეს და ეგაა.. ფიფიას არ აინტერესებს ჯგუფური ეტაპი რად უნდა მაგას საუბარი, აბა ამ შემადგენლობით საშუალო დონის ევროპულ კლუბთან რა შანსები გვაქვს? კიტეიშვილიც თუ წავიდა ამ გუნდიდან მერე რაღა დარჩება დინამო. რაც მოსალოდნელი იყო მოხდა ის, რა დონეზეც არის ქართული კლუბები გამოჩნდა ამ ორ დღეში, ისედაც ვიცოდით უბრალოდ ეს დადასტურება იყო რეალობის იქ სადაც ვართ!
zaza
19 ივლისი 2018 23:10
0
იგებსო და ცააგეს? რა ჯანდაბაა
fdghfd
19 ივლისი 2018 23:10
0
სამარცხვინოები!!! უბრალოდ სამარცხვინოები!!! სხვა რა შეიძლება ეწოდოს ქართული ბანდების გამოსვლას? სტადიონზე ხო კაციშვილი აღარ დადის ფეხბურთის საყურებლად ეხლა ტელევიზიებმაც კი შეწყვიტეს ამათი ჩვენება (ჩემი აზრით სრულიად სამართლიანად, თაობა რომლის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება ამ ზარმაცი ბანდების საშინელებებს არ უნდა უყურებდნენ) ცოტა ხანში ალბათ ანგარიშსაც აღარავინ გაიგებს იმ დონის უინტერესო გახადეს ფეხბურთი ამ მკვდრებმა.
dadu
19 ივლისი 2018 23:10
0
ფიფია გაყიდე გუნდი, მოგვშორდი, რას გვერჩი? ვინც ბურთის გორება იცოდა ყველა გაყიდე და ვიღამ უნდა ითამაშოს? წიტაიშვილიც წავა ეხლა და მართალიც იქნება. შენ უნდა წახვიდე მთლად რომ გაანადგურე გუნდი.
emigranti
19 ივლისი 2018 23:09
0
სირცხვილია. ხალხს მაინც ეცით პატივი. თავმოყვარეობა აღარ გაგაჩნიათ!
tarieli
19 ივლისი 2018 23:09
0
сацодави сакартвелос фехбурти, метис гакетеба ар шегвидзлия,рад гвинда дзлиери динамо роца гвкавс асети мекре да дацва
гиа
19 ივლისი 2018 23:08
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული