თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
სამარცხვინოა პირდაპირ, რას დაამსგავსეს "დინამო", როგორ არ გრცხვენიათ, ღირსება არ გაგაჩნიათ?!
მანჩო
20 ივლისი 2018 00:43
0
ფიფია შარშან იძახდა,ისეთ ფეხბურთელებს მოვიყვან,ყველას გაუხარდებაო,უამბიციო მატყუარა!
Data1975
20 ივლისი 2018 00:40
0
ყველა ქვეყანას ყავს ერთი ნორმალური გუნდი ,,,ჩვენ რატო არ გვაქვს ამის უფლება ?????????????? ფიფია ან რაღაცას დაამსგავსე გუნდი ან ნუ გვატყუებ და დაგვანებე თავი სხვა ბიზნესი აკეთე
ოთო
20 ივლისი 2018 00:40
0
ძალიან მცხვენია და ძალიან გაბრაზებული ვარ როგორც დინამოს გულშემატკივარი...ესე არ შეიძლება რა მუდმივად ...პატივი გვეცით ჩვენც ხალხი ვართ..ყოველ წელს უსუსტესი გუნდით გასვლა ევროტურნირზე და ტყუილი დაპირებები რო ოდესმე კარგი გუნდი გვეყოლება...2 თამაშში 3 გოლი გაგვიტანა ბაიომ აი ეგეთი ლეგიონერები მაინც ჩამოიყვანეთ გუნდი რაღაცას რო გავდეს...კიტეიშვილი ძლივს ათამაშდა და ისიც უკვე გაქცევაზეა..გუნდია თუ სუპერმარკეტი ((((((((((((((((((((( უთავმოყვარეობაა სირცხვილი
oto
20 ივლისი 2018 00:31
0
ცენზურა რომ არ ედოს საიტს რაც ხართ, რაც ითამაშეთ, რა სტრატეგიაც დაისახეთ, რა შედეგსაც მიაღწიეთ და რასაც იმსახურებთ დიდი სიამოვნებით გეტყოდით მაგრამ ვიცი დამიბლოკავენ და თქვენზე მომინდია რო გამოიცნოთ...
koba
20 ივლისი 2018 00:27
0
ფიფიასთვის დინამო არის მაღაზია,მინსკის დინამოსთან შერცხვენას ეგრე ჯობდა, საბრძოლო ანგარიში დააფიქსირეს მაინც. ისე ისეთ სახეებს რომ მიიღებენ ფეხბურთელიან მწვრთნელებიანად თითქოს პროფები არიან და მაგრა არ გაუმართლათ.ფიზიკა 0 ჟინი 0 აზროვნება 0 ამის მიღწევას ძაან ვარჯიში და ნიჭი უნდა.
a
20 ივლისი 2018 00:24
0
კომენტატორები ხომ ძლიერები არიან... 4 წუთი იყო დარჩენილი და მინსკის დინამოსთან თამაშის მოლოდინში იყვნენ (ორი დინამო შეხვდებაო ერთმანეთს) მაგრამ სტუმარმა გუნდმა დარჩენილ დროში 2 გოლი შეაგდო და პირდაფჩენილი დატოვა ყველა... ახალგაზრდები არიანო და შეცდომები დაუშვესო იყო კომენტარი წამყვანებისგან, აბა შე ოჯახ აყვავებულო მე პენსიონერი და ჩემისთანა პენსიონერები ხომ არ ვიტამაშებდით? ვაი თქვენს მენტალიტეტობას რომელიც გღუპავთ
999
20 ივლისი 2018 09:04
0
ფიფია 2 წელი მაინც შეინარჩუნე გუნდი რომ ფეხბურთელებმა ერთმანეთი მაინც გაიცნონ კარგად.ვინც ოდნავ გამოიჩენს თავს მაშინვე ყიდის.ნუთუ ვერ უნდა ისწავლო შეცდომებზე! ნუ დაგვაწყვიტეთ ნერვები.
დდდ
19 ივლისი 2018 23:54
0
ისე გეტკინოს გული ფიფიავ როგორც მე მტკივა ... ყოველ წელს რო შლი გუნდს რა შედეგს მიახწევ ...
სიმართლე-იზოლდა
19 ივლისი 2018 23:50
0
დინამოს რუსული დ რატო აწერია?
rustavi
19 ივლისი 2018 23:48
1
რცხვენიათ ბატონო რო აგებენ და ეგება რუსები ვეგონოთ ვინმესო.
რატომ და...
20 ივლისი 2018 13:55
0
ქართულად რომ ეწეროს ხომ დაბრდღვნიდნენ
kako
20 ივლისი 2018 09:06
0
ფედერაცია ბიუჯეტის ფულს ხალხის ნერვების წყვეტაზე უნდა ხარჯავდეს? მიეცით ფული უფრო პერსპექტიულ დარგებს. ძმაკაცობით არაპროფესიონალების შემოქმედება სახეზეა.
qomagi
19 ივლისი 2018 23:44
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული