თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
ძალიან კარგად თამაშობენ ჩვენი ბიჭები, კარგი საყურებელი თამაშია....
მიდით ბიჭებო ბოლომდეეე!!!!
ირაკლიუსი
19 ივლისი 2018 21:49
41
რატო ხუმრობს, კომენტი შესვენებაზე აქვს დაწერილი 21.49 და მაშინ კი იყო საქმე კარგად.
გავაზელს-ს
20 ივლისი 2018 14:16
0
ხუმრობ?
გავაზელი
20 ივლისი 2018 09:07
0
ცხელცხელი ამბავი კიტეიშვილზე ტაციაობაა მანიუ, ბარსა იუვე ბდღვნიან ერთმანეთს. კაჭარავა უმაგრესი წინადადება მიუღია არგენტინის ნაკრებში იწვევენ
ვაი თქვენ პატრონს ვერ ხვდებით რო დურგლობა გესწავლათ ოჯახ მაინც არჩენთ.

არ დბლოკოთ
ბონა
20 ივლისი 2018 10:21
2
ან ამდენ დენს რაში ხარჯავენ, ან ბალახს რატომ აფუჭებენ?
roko
20 ივლისი 2018 08:10
0
მოკლედ, მთავარი პრობლემა არის ის რომ ესეთი სუსტი და გამოუცდელი გუნდი ევროპა ლიგაზე გადის რაა... გუშინ დინამო იყო უსუსტესი,ბევრი ბავშური შეცდომები ოდნავ ნორმლური გუნდი მაგრად დაგვსჯიდა. ჩემი აზრით წელს დინამოს ამ შემდგენლობით უნდა გაუჭირდეს ევროპა ლიგაზეც მოხვდრა. ის მითი კიდე რომ ბანძ ჩემპიონატი გვაქვს არ შეიძ₾ება კარგი გუნდის გაკეთება ფიფიამ მოატყუეოს ვისაც ატყუებდა აქამდე რა, ააწყო რა ბიჭმა ბიზნესი ბავშვებს უშვებს აკადემიიდან 1 წელი დინამოში და მერე ყიდის ეგრევე....
დინამო
20 ივლისი 2018 08:45
0
ჩემსას რატო არ დებთ ვერ გავიგე უკვე თვეებია ვერ ვწერ კომენტარს რა ხდება აბა გამაგებინეთ?
giorgi
19 ივლისი 2018 23:12
1
თამაშს რაც შეეხება, გამოუცდელობაა წაგების მიზეზი და ფიზიკურად ვერ გაუძლეს, 3-4 გამოცდილი მოთამაშე რომ ყოლოდათ მოიგებდნენ აუცილებლად..
zviads
20 ივლისი 2018 10:23
2
კარგა ხანია თბილისის "დინამოს" ესე კარგად არ უთამაშია!!! აშკარად ემჩნევა, რომ საქართველოს ჩემპიონატის 10 გუნდიან და გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე გადასვლამ მცირე, მაგრამ სასიკეთო შედეგი გამოიღო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "დინამო" სრულიად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული და გუშინდელი თამაში კარგი, გამოცდილების მიღების მიზნითაც იყო... ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვურჩევდი. ყურად იღონ ფეხბურთის გულსემატკივრების რჩევები და არ მოუსმინონ და არც მიაქციონ ყურადღება "ტოტალიზატორების" ქომაგებს...
tngh
20 ივლისი 2018 10:35
18
сацодави сакартвелос фехбурти, метис гакетеба ар шегвидзлия,рад гвинда дзлиери динамо роца гвкавс асети мекре да дацва
гиа
19 ივლისი 2018 23:08
3
ძაან კარგათ ითამაშეს ბიჭებმა და არ შეილება რა ესეთი ლაპრაკი რა მტრები ხო არ ხართ პირიქით გვერდში უნდა დავუდგეთ დინამოს არაუშავს წავაგეთ მარა საგინებლები და გასალანძღები არ არიან რა !!! საღოლ დინამოს წარმატებები!!!!
el Cano
20 ივლისი 2018 13:19
34
დინამოს ფეხბურთელი ხარ?
ინტრიგანი
20 ივლისი 2018 17:13
1
არ ინერვიულოთ გულშემატკივრებო.
jorj
20 ივლისი 2018 07:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული