ყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში "ჩიხურამ" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ბეითარი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულდა და საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ მეტოქე ბევრ შეცდომებს უშვებდა და მათ გამოყენებას შეეცდებოდა.

ამ შეხვედრას იერუსალიმში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, 33 500-იან სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად ბევრი გულშემატკივარი არ მისულა.

მასპინძლები როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში მცირედ უპირატესობას ფლობდნენ, უტევდნენ, "ჩიხურა" კი კონტრიერიშებით პასუხობდა.  33-ე წუთზე "ბეითარის" თავდამსხმელის სილვესტრის დარტყმული ბურთი ხარიხას
მოხვდა. ტაიმის ბოლოს ჩვენმა
გუნდმა თამაში გაათანაბრა, შეუტია კიდეც, თუმცა უშედეგოდ.

alt"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა და 62-ე წუთზე ვერედიმ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ჰამზიჩის კარის ცხრიანში გაიტანა. ფრუიძემ უმალ შეცვლები განახორციელა და მოედანზე შესვლისთანავე კაკუბავამ შორიდან და ოდნავ მახვილი კუთხიდან დალაშქრა ნიტცანის კარი. 82-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან მარკოზაშვილის დარტყმული ბურთი კაჰილას მოხვდა ხელზე, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გაბედავამ გამოიყენა და "ჩიხურამ" გაიმარჯვა.

ყოჩაღ "ჩიხურას" და მის მწვრთნელს სოსო ფრუიძეს!




altშალომ იერუშალაიმიდან - "ბეითარ ტრამპი" დამარცხებულია, ჯერი "მარიბორზეა"


იერუსალიმი. "ტედი მალჩა"
ბეითარი - ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 ვერედი (62), 1:1 კაკუბავა (73). 1:2 (გაბედავა 83, პენ)

ბეითარი: ნიტცანი, კუელარი, სიროსტეინი (ბერიჰონი 78), კაჰილა, პელეგი (ვარენე 58), ზაჰავი, საბო, კრიეფი, ინბრუმი, სილვესტრი, ვერედი

ჩიხურა: ჰამზიჩი, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ჩიტეიშვილი, დობროვოლსკი (კაკუბავა 71), ლექვთაძე (სარდალიშვილი 59), მარკოზაშვილი, ბუღრიძე (კახაბრიშვილი 72), გაბედავა

 

altრა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altინციდენტი "ჩიხურას" მატჩში და 10 მლნ ზარალი "ბეითარს" - იერუსალიმის კლუბი შოკშია

alt"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე

მკითხველის კომენტარები / 36 /
თავიდან ვიძახდი მარტო ჩიხურა გადალახავს პირველ ეტაპს თქო რო დამცინეს..შენ ფეხბურთი გიყურებიაოო?? აი ხალხო აი ვისაც არ ჯეროდა ჩიხურააააა საააღოოოლ ეს უკვე შედეგია ...არც არავინ უყიდია არაფერი მთავარია მონდომება ...მიყვარს ეს გუნდი
შიო
19 ივლისი 2018 23:38
0
ყოჩაღ!!! ნამდვილად. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელს.
tarieli
19 ივლისი 2018 23:43
0
აა შეიძლება ეტაპის გადალახვა?! მე რაღაც საშვილიშვილო ცოდვა მეგონა, ალბათ სპეციალურად არ გადიან მეთქი
geno
19 ივლისი 2018 23:38
0
მადლობა ჩიხურას რომ შეგვინარჩუნა განწყობა რომ საერთოდ არ დავანებოთ ქართული ფეხბურთის ყურებას თავი.პირადად მე დინამოს თამაშის მერე გამიქრა სურვილი ვუყურო ქართულ ფეხბურთს.თუმცა ყოჩაღ ფრუიძეს! ამ კაცმა მოიგო თამაში შეუშვა კაკუბავა და რამდენიმე წუთში გოლიც გაიტანა.მადლობა საჩხერეს და ფრუიძეს.ცოტა ხასიათზე მოვედი.
დდდ
19 ივლისი 2018 23:46
0
ყოჩაღ ჩიხურა კაია

ნნნ
19 ივლისი 2018 23:43
0
ყოჩაღ ფრუიძე!
დათო
19 ივლისი 2018 23:37
0
არ გიყურებიათ თამაშისთვის და ისე წერთ. კონტრშეტევებზე ჩიხურა კი არა, ბეითარი უფრო თამაშობდა. ჩიხურამ პირველ ნომრად ითამაშა.
Jonson kvaracxelia
20 ივლისი 2018 03:29
1
კარგია წარმატებები მაგრამ 3-4 ფეხბურთელი რომ დაემატებინათ ძაან კარგი გუნდი იქნებოდა
ნიკა
19 ივლისი 2018 23:45
1
გენაცვალეთ ჯიგარში
koba
20 ივლისი 2018 00:28
1
გილოცავთ ბიჭებო !!!! მაგრები ხართ!!!! სიმართლე რო ვთქვათ ყოველთვის ნორმალურად გამოდის ეს გუნდი და თან მართლა გასაკვირია , ამ ყველაფრის ფონზე,,, ( ერთი იყო მარტო , თუ არ ვცდები ტრენჩიჩთან წააგეს საშინლად, დანარჩენი მართლა იბრზოლეს ,,) ასე რომ მადლობა ჩიხურას და იმედია წინ წავა ბევრად..../ ისე ბერას ან ბიძინას შეყვარებოდა ეს ფეხბურთი სიგიჟემდე, საჩხერის ჩიხურას კარგად დაეხმარებოდაა...
Vasili
20 ივლისი 2018 01:34
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული