შალომ იერუშალაიმიდან - "ბეითარ ტრამპი" დამარცხებულია, შემდეგი "მარიბორია"

AutoSharing Option
"ჩიხურამ" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბეითარს" სძლია (2:1, 0:0) და შემდეგ რაუნდში "მარიბორს" დაუპირისპირდება.

ნამდვილი სპორტული გმირობა ჩაიდინა "ჩიხურამ", სტუმრად "ბეითარს" 0:1-დან თამაში შემოუტრიალა, 2:1 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდა, რასაც ვულოცავთ კიდეც.

თან, მეორე გოლი რომ გაიტანეს, უკან კი არ ჩადგნენ, ბურთი გააგორეს, იქით შეუტიეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.

ეს გუნდი აშკარად მეტ მხარდაჭერას იმსახურებს და უნდა განსაკუთრებულად ვუგულშემატკივროთ - მარტო კომენტარებით კი არა. ჰოდა, ამის საშუალებაც მალე მოგვეცემა.

26 ივლისს გათამაშების შემდეგი ეტაპის პირველ
შეხვედრაში საჩხერელები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სლოვენიის "მარიბორს" მასპინძლობენ.

"მარიბორმა" ალბანეთის "პარტიზანი" ორჯერ დაამარცხა (2:0, 1:0).
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე ობიექტურად ეჭვი მეპარება მარიბორს გასცდეს და თუ ღმერთმა ქნას გამოაგდო, შეიძლება ჯგუფურშიც გავიდეს
ალეკო
10:31 20-07-2018
0
აი მარიბორი მოყყუმარე ბეითარი არაა,აი იქ გამოჩნდება რა ხილია ჩიხურა
9

სიახლეები პოპულარული