ყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში "ჩიხურამ" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ბეითარი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულდა და საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ მეტოქე ბევრ შეცდომებს უშვებდა და მათ გამოყენებას შეეცდებოდა.

ამ შეხვედრას იერუსალიმში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, 33 500-იან სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად ბევრი გულშემატკივარი არ მისულა.

მასპინძლები როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში მცირედ უპირატესობას ფლობდნენ, უტევდნენ, "ჩიხურა" კი კონტრიერიშებით პასუხობდა.  33-ე წუთზე "ბეითარის" თავდამსხმელის სილვესტრის დარტყმული ბურთი ხარიხას
მოხვდა. ტაიმის ბოლოს ჩვენმა
გუნდმა თამაში გაათანაბრა, შეუტია კიდეც, თუმცა უშედეგოდ.

alt"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა და 62-ე წუთზე ვერედიმ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ჰამზიჩის კარის ცხრიანში გაიტანა. ფრუიძემ უმალ შეცვლები განახორციელა და მოედანზე შესვლისთანავე კაკუბავამ შორიდან და ოდნავ მახვილი კუთხიდან დალაშქრა ნიტცანის კარი. 82-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან მარკოზაშვილის დარტყმული ბურთი კაჰილას მოხვდა ხელზე, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გაბედავამ გამოიყენა და "ჩიხურამ" გაიმარჯვა.

ყოჩაღ "ჩიხურას" და მის მწვრთნელს სოსო ფრუიძეს!




altშალომ იერუშალაიმიდან - "ბეითარ ტრამპი" დამარცხებულია, ჯერი "მარიბორზეა"


იერუსალიმი. "ტედი მალჩა"
ბეითარი - ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 ვერედი (62), 1:1 კაკუბავა (73). 1:2 (გაბედავა 83, პენ)

ბეითარი: ნიტცანი, კუელარი, სიროსტეინი (ბერიჰონი 78), კაჰილა, პელეგი (ვარენე 58), ზაჰავი, საბო, კრიეფი, ინბრუმი, სილვესტრი, ვერედი

ჩიხურა: ჰამზიჩი, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ჩიტეიშვილი, დობროვოლსკი (კაკუბავა 71), ლექვთაძე (სარდალიშვილი 59), მარკოზაშვილი, ბუღრიძე (კახაბრიშვილი 72), გაბედავა

 

altრა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altინციდენტი "ჩიხურას" მატჩში და 10 მლნ ზარალი "ბეითარს" - იერუსალიმის კლუბი შოკშია

alt"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე

მკითხველის კომენტარები / 36 /
ერთსულოვნება, გუნდური თამაში, თავდადება, და რათქმაუნდა ბატ სოსოს დიდოსტატობა ,წარმატებები მთლიან გუნდს,უფალი გფარავდეს
dato
20 ივლისი 2018 08:25
1
არ გიყურებიათ თამაშისთვის და ისე წერთ. კონტრშეტევებზე ჩიხურა კი არა, ბეითარი უფრო თამაშობდა. ჩიხურამ პირველ ნომრად ითამაშა.
Jonson kvaracxelia
20 ივლისი 2018 03:29
1
Vulocav chixuras bevrs ar vilapatakeb da vityvi rom soso fruidze nakrebi unda chaibaros imsaxurebs es adamiani imis shans rom dagvanaxos nakrebshi rogor cauva samcrtvnelo saqme vinc metanxmebit like vinca ara imanac like carmatebebi
Emigranti
20 ივლისი 2018 01:40
10
გილოცავთ ბიჭებო !!!! მაგრები ხართ!!!! სიმართლე რო ვთქვათ ყოველთვის ნორმალურად გამოდის ეს გუნდი და თან მართლა გასაკვირია , ამ ყველაფრის ფონზე,,, ( ერთი იყო მარტო , თუ არ ვცდები ტრენჩიჩთან წააგეს საშინლად, დანარჩენი მართლა იბრზოლეს ,,) ასე რომ მადლობა ჩიხურას და იმედია წინ წავა ბევრად..../ ისე ბერას ან ბიძინას შეყვარებოდა ეს ფეხბურთი სიგიჟემდე, საჩხერის ჩიხურას კარგად დაეხმარებოდაა...
Vasili
20 ივლისი 2018 01:34
2
შეთამაშება, გამოცდილება ევროტურნირებზე ესაა გადამწყვეტი ხოლმე ყოველთვის. ძაან ეშმაკურად და დასტოინად თამაშობდა ჩიხურა დღეს
შაკო
20 ივლისი 2018 00:34
0
თქვა კაცმა ბევრ შეცდომებს უშვებენო და შეასრულა დანაპირები,გაიხარე შეუწყონ ამ კაცს ხელი,გაიხარე ბატონო სოსო.
გოჩა
20 ივლისი 2018 00:31
0
გენაცვალეთ ჯიგარში
koba
20 ივლისი 2018 00:28
1
გაიხარეთ ბიჭებო! ასე მოუხდებათ მაგ უზრდელებს!
ფერნანდო
20 ივლისი 2018 00:28
2
გენაცვალეთ ბიჩებოო ისევ თქვენ თორე დინამოს და ტორპედოს შემყურე დამაწყდა ნევრები ...წარმატებებიი ჩიხურას!!!
shoti
19 ივლისი 2018 23:52
0
მთელი დღეა ვიძახი ჩიხურა გავა და ლინკი დადეთთქო ნუთუ ვინმე არ იღებდა ამ თამაშს რო დაგედოთ?! საღოლ ფრუიძეს მდლობა, გავიხარე გასაოდავებული დინამოს მერე!!!
zvio
19 ივლისი 2018 23:50
0
ფორუმზე შედი და იჩითება მანდ ყველაფერი
საგო
20 ივლისი 2018 00:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული