- რამდენად მოსალოდნელი იყო შენთვის, რომ "ბეითარის" ბარიერს გადალახავდით და შემდეგ ეტაპზე გახვიდოდით?
- სასწაული ემოციაა, როდესაც შენზე ძლიერ გუნდს ამარცხებ მითუმეტეს სტუმრად. საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, რა თქმა უნდა ჩვენი შანსები მცირე იყო და თითქმის არავის ეგონა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით, მაგრამ გუნდურობით, ბრძოლით
- 62-ე წუთზე საკუთარ კარებში გოლი მიიღეთ და მარცხდებოდით, თუმცა შეძელით შეხვედრის შემოტრიალება. რის ხარჯზე მოახერხა ეს გუნდმა?
- მატჩს რაც შეეხება, ორივე გუნდს ჰქონდა რეალური მომენტები, მაგრამ ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, სანამ 62-ე წუთზე გოლი გავუშვით. ყველაფერი შეიცვალა, გოლი გვქონდა გასატანი და დასაკარგიც არაფერი იყო. გოლის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ცვლილებაზე შემოსულმა ფეხურთელებმა მატჩი შემოატრიალეს.
- შემდეგი მეტოქე "მარიბორია", რას ფიქრობ შეუძლია კიდევ ერთი სენსაციის შემოთავაზება "ჩიხურას"?
- შემდეგ ეტაპზე "ბეითარზე" ბევრად ძლიერ გუნდს "მარიბორს" ვხვდებით, რომელიც წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგას თამაშობდა. ძაან რთული თამაშები გველის, მაგრამ ყველა ჩიხურელი თავის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ კიდევ ერთი სენსაცია მოვახდინოთ. მინდა, ქართველ ქომაგებს მოვუწოდო, რომ 26-ში მოვიდნენ სტადიონზე და დაგვიდგნენ გვერდში. იმედებს ნამდვილად არ გავუცრუებთ.
- როგორ შეაფასებ შენს თამაშს, ორივე შეხვედრაში აქტიური იყავი და ებრაელ მცველებს ხშირად ძალიან აბნევდი.
- ჩემს თამაშს რაც შეეხება: ვფიქრობ, რომ პირველ მატჩში უფრო აქტიური და პროდუქტიული ვიყავი გუნდისთვის ვიდრე მეორეში. განმეორებით შეხვედრაში რამოდენიმე მცველი ახლოს მეთამაშებოდა და სივრცეებს მიზღუდავდნენ, ამიტომ დიდად თავი ვერ გამოვიჩინე, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატება იყო და ძალიან გახარებული ვარ, რომ ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე.
"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე
შეუძლებელი არაფერია ! გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების , გჯეროდეთ რომ თქვენ უფრო ძლიერები ხართ
სულით და გულით მიუდექით რასაც აკეთებთ და ყველაფერს შეძლებთ!
მჯერა რომ ბოლომდე იბრძოლებთ ბიჭებო
მადლობა კიდევ ერთხელ