სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა საჩხერის "ჩიხურა", რომელიც სტუმრად "მარიბორთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
სამაგიეროდ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა ქუთაისის "ტორპედო", რომელმაც სტუმრად ფარერების "ვიკინგურს" ანგარიშით 4:0 სძლია.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ჩვენ ქართული კლუბების სარეიტინგო ქულებისა და ფინანსური შემოსავლის შესახებ სტატია მოგიმზადეთ.
ფინანსები და ქულები - რამდენი მლნ ევრო გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
ახლა უკვე შეგვიძლია მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებიც მივამატოთ.
როგორც იცით, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საქართველოს ევროთასებზე
"ჩიხურამ" პირველ ეტაპზე ებრაულ "ბეითარს" სძლია და 0.375 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. "მარიბორთან" საშინაო ფრის გამო საჩხერელებმა 0.125 ქულა მიიღეს, ხოლო წაგებისთვის ქულები არ იწერება.
შესაბამისად, "ჩიხურამ", საერთო ჯამში, უეფას კოეფიციენტების ცხრილში საქართველოს 0.5 ქულა მოუტანა. ამასთან ერთად, "ჩიხურას" ნახევარი მლნ ევროც ერგო. შესაძლოა, ამ თანხას კიდევ დაემატოს სოლიდარობის თანხები, თუმცა რამდენი, ჯერჯერობით უცნობია.
ქუთაისის "ტორპედოს" კი უეფას ფორმატის ცვლილებამ სულზე მოუსწრო. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ "შერიფი" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხეს და 0.25 ქულა მიიღეს, შემდეგ კი სტუმრად 0:3 დამარცხდნენ, ტურნირს გამოეთიშნენ და ევროპა ლიგაზე გადაერთნენ.
ქუთაისელებმა ორივე მატჩის ჯამში ფარერების "ვიკინგური" ანგარიშით 7:0 დაამარცხეს - შინ 3:0 და სტუმრად 4:0. ორი მოგებისთვის მათ 0.5 ქულა მიიღეს. საერთო ჯამში, "ტორპედომ" უკვე 0.75 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, "ტორპედოს" უკვე გამომუშავებული ჰქონდა 540 000 ევრო, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის კი ისინი დამატებით 280 000 ევროს მიიღებენ. შესაბამისად, კლუბს ხაზინაში, შეიძლება ითქვას, უკვე გარენტირებული 820 000 ევრო, ანუ დაახლოებით 2 330 000 ლარი აქვს.
ქართული კლუბების მიერ მოპოვებული სარეიტინგო ქულები ევროთასებზე ასე გამოიყურება:
- "ტორპედო" - 0.75 ქულა
- "ჩიხურა" - 0.5
- "დინამო" - 0.125
- "სამტრედია" - 0
საერთო ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს 1.375 სარეიტინგო ქულა აქვს, რაც წინა სეზონს, რა თქმა უნდა, ბევრად აღემატება. შარშან მხოლოდ 0.125 ქულა გვქონდა, ისიც "ჩიხურამ" მოიპოვა.
მიმდინარე რეიტინგით, საქართველო უეფას ქვეყნების რეიტინგში კოეფიციენტების მიხედვით 45-ე ადგილიდან 46-ადგილზე ჩამოქვეითდა და ბოლო 5 წლის მიხედვით, ჯამში 4.5 ქულა აქვს.
აღსანიშნავია, რომ რაც უნდა მოხდეს, 48-ე ადგილის ქვემოთ ვეღარ დავეშვებით, ხოლო შანსი გვაქვს, წინ წავიწიოთ. ყველაფერი "ტორპედოზეა" დამოკიდებული, რომელიც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს "კუკეშთან" გამართავს.
უეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასებზე
"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]