საბუთების მოუწესრიგებლობის გამო სტუმართა გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა ვერ მიიღო და ატეხეს ალბანელებმა ერთი ვაი-უშველებელი, არიქა, ქართველები გვჩაგრავენო და უეფას მიმართეს. მერე გამოაცხადეს, რომ "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდნენ. კიდევ კარგი არ თქვეს - დიპლომატიურსო. მოკლედ, მათმა უაზრო ჭირვეულობამ შედეგი ვერ გამოიღო და მატჩი გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ არ ცხელოდა და მშვენიერი საფეხბურთო ამინდი იყო, სამწუხაროდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივარი მრავლად არ მივი
ამის შემდეგ ინიციატივას ქუთაისელები დაეუფლნენ, გამოიკვეთა მათი ტექნიკური უპირატესობა, ბურთიც გააგორეს და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო ალბანელი ჰარბას მიერ გატანილი საპასუხო გოლი. ცოტა ხანში კი რეჯინალდომ კინაღამ გაათანაბრა ანგარიში, როდესაც მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.
ერთი სიტყვით, გადავრჩით და 28-ე წუთზე კუხიანიძემ გამოზომილი პასი გაუკეთა მარინს და 3:1. მერე "კუკეშმა" ნაკუთხურალი ბურთი უხეიროდ მოიგერია და ქიმაძემ ცაციათი ულამაზესი გოლი გაიტანა.
თბილისი. "მიხეილ მესხი".
ტორპედო - კუკეში 4:1
გოლები: 1:0 კუხიანიძე (3), 2:0 კუხიანიძე (15), 2:1 ჰარბა (21), 3:1 მარინი (28), 4:1 ქიმაძე (31)
ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე, გეგეჭკორი, ჰლინკა, ქიმაძე, კობახიძე, კუხიანიძე, ლაჩნი, მარინი, ცინცაძე
კუკეში: ფრაჩერი, გირბჯა, ძარია, ჰარბა, ჰოქსჰა, მუსოლი, ქაგი, რეჯინალდო, რუმბულაკუ, ჩამეტი, ვილიამი