"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგაზე "კუკეშთან" "ტორპედოს" მსაჯობა აშკარად არაობიექტური იყო და ამას ქუთაისური კლუბი უეფაში გაასაჩივრებს.

შვეიცარიელმა არბიტრმა ალენ ბიერიმ ქუთაისის "ტორპედოს" კარში ორი პენალტი დანიშნა და ქართულ გუნდს ორი გოლი არ ჩაუთვალა.

alt"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 35 /
გუშინდელი დღესავით მახსოვს "ფეინოორდი"-"დინამოს" მატჩი. არც მანამდე და არც შემდეგ ამის მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა (არაობიექტურობა ყოფილა, მაგრამ ისეთი არა). ამ მსაჯმა მაშინდელ არბიტრს-ავსტრიელ ვიორერს აჯობა. თამაშგარე ძალიან რთული მომენტია და ადამიანი შეიძლება შეცდეს (თუმცა პირველ გოლზე თამაშგარე ნამდვილად არ იყო), მაგრამ მეორე გოლზე რა მოიგონა, დარღვევა ხომ ალბანელისგან იყო ყველა საფეხბურტო ნიუანსით (ბურთთან "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო და ურტყამდა, ალბანელი კი აშკარად წესის დარღვევით ცდილობდა თამაშს-"დაფარება" ჰქვია ამას, ე.წ. "ნაკლატკა",რაც სახიფათო თამაშად ითვლება), ხოლო პენალტები საერთოდ თითიდან გამოწოვილი იყო, განსაკუთრებით მეორე. უნამუსობას ზღვარი ნამდვილად არ ჰქონია და ამის პატიება ნამდვილად არ შეიძლება.
ზესტა
11:09 17-08-2018
0
ორი გოლო არ ჩაგვითვალეს მინიმუმ მეორე პენალტი მოგონილი იყო და ტორპედომ მაინც გაიმარჯვა. გასაგებია რომ ტორპედოს თამაში ისეთი სანახაობრივი არ იყო როგორც თბილისში მაგრამ ასეთ მსაჯობით გამარჯვებაა დასაფასებელია არ დაგავიწყდე თბილისშიც გამოგონილი პენალტი იყო.ტორპე დოს მიმართ უკმაყოფილო კომენტარებმა გამაკვირვ ეხლა მეტი რა უნდა მოთხოვი გუნდს ბარსელონა ხო არაა, ორ თამაშშო ორი არ ჩათვლილი გოლი ორი მოგონილი პენალტი და მაინც მოვიგეთ.
irakli81
11:16 17-08-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული